ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ქუთაისის მერია, შესაძლოა, მთავრობის სახლის ყოფილ შენობაში გადავიდეს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. საკითხი რომ განხილვის თემაა, ამას ადასტურებენ საპარტნიორო ფონდში, რომელსაც შენობა მთავრობამ გადასცა. "ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა ფუნქცია უნდა მოეძებნოს შენობას. მათ შორის, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება იქ ქუთაისის მერიის გადასვლა, თუმცა, ჯერჯერობით,  გადაწყვეტილება მიღებული არ არის“,- განუცხადა ქუთაისიპოსტს საპარტნიორო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ნინო ქვარიანმა. ინფორმაციას...
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტლის N11 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. გამგეობის ინფორმაციით, 1 600 მ2 ფართობის სივრცეში, რომელიც ავტოსადგომადაა ქცეული, მულტიფუნქციური სკვერი განთავსდება.  სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ატრაქციონით საბავშვო-გასართობი ზონები მოეწყობა, დამონტაჟდება მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები, ასევე, განთავსდება დასასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდება პარკისთვის საჭირო ინრასტრუქტურა და ურნები.  გარდა ამისა, სკვერში დასასვენებელ პავილიონთან ერთად, გათვალისწინებულია საფეხმავლო ბილიკების,...
video
თელავში, მრავალსართულიანი კორპუსების გარე ფასადის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. ქეთევან წამებულის ქუჩაზე მიმდინარეობს ე.წ. ყადაგორის ბინების გარე ფასადების რეაბილიტაცია. ფასადების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილია 1.3 მილიონი ლარი. ასევე მიმდინარეობს თელავის ცენტრალური ბიბლიოთეკის გარე ფასადის რეაბილიტაცია. ჭავჭავაძის ქუჩაზე კი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია დასრულდა.
ტყიბულში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტის ღირებულება 869 988 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხით სკვერი ქვის ფილებით უნდა მოპირკეთდეს, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს შადრევანს, იგეგმება ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნის მოწყობა, სპორტული ტრენაჟორებისა და ძელსკამების განთავსება. ტყიბულის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდეგ ერთ კომპლექსში მოექცევა დასასვენებელი, სპორტული და გასართობი სივრცეები. სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება.
ქუთაისში ორბელიანისა და მესხის ქუჩების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყება. ქუთაისის მერიამ სამუშაოების შესასრულებლად 94 730 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება უკვე დასრულდა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო. შ.პ.ს. ,,ლომი" მზადაა გზის რეაბილიტაცია 90 ათას ლარად განახორციელოს. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს. ორბელიანისა და მესხის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე გზის სავალი ნაწილის და ტროტუარების ასფალტის საფარი არ არსებოს. დარჩენილია ქუჩის, ტროტუარების და გამწვანების გამყოფი ბეტონის...
"რამდენიმე თვის წინ ჩვენ აქ ვიყავით და დაგპირდით, რომ აქ დაიწყებოდა მშენებლობა და მოგცემდათ თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას, რომ თქვენ ღირსეული ცხოვრება.  ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ღარიბ ქვეყანაში,"- განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, რომელიც ბათუმში იმყოფება. მისი თქმით, "ოცნების ქალაქში" ზუსტად ერთ წელში და 6 თვეში აშენდება 582 ბინა. "დღეს აქ დაიწყება მშენებლობა და როგორც დაგპირდით დეკემბერში რომ აქ აშენდებოდა "ოცნების ქალაქში" ზუსტად...
თბილისში, გერგეთის ქუჩაზე, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია რამდენიმე შენობის დემონტაჟს ახორციელებს. აღნიშნული ტერიტორიაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, 58 ოჯახი ცხოვრობს. ისინი ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.  მათივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სახლები რამდენიმე წლის წინ ააშენეს და წინააღმდეგობა არც ერთი უწყების მხრიდან არ ჰქონიათ, მერიის მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლები კი, დღეს დილით გამოჩნდნენ ტერიტორიაზე და სახლების დანგრევა ისე...
„მომავალი მთავარი ევროპული ქალაქები და რეგიონები პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის 2020- 2021 წლებში“, - ამ სახელწოდებით რეიტინგი გაზეთ The Financial Times-ის სპეციალურმა რესურსმა fDi Intelligence გამოაქვეყნა, სადაც თბილისი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რენტაბელობის (Cost Effectiveness) მიხედვით, ევროპის წამყვან ქალაქებს შორის პირველ ადგილზე დასახელდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ქალაქები შეარჩიეს ისეთი კატეგორიების მიხედვით, როგორიცაა: ქონების რეგისტრაციის საფასური, მოგების გადასახადი, მშენებლობის ნებართვა, სამრეწველო ხარჯები და სხვა. აღნიშნული...
გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში, ლიბანის N29–N31 კორპუსების მიმდებარედ, საგზაო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის შედეგად, მოეწყობა ბორდიური და დაახლეობით, 2 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო. „გლდანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად ვახორციელებთ. ლიბანის N29–31 კორპუსების მოსახლეობას დაზიანებული გზის საფარის გამო, გადაადგილება...
ბათუმის მერია ე.წ იაფი სახლის პროგრამის განხორციელებას იწყებს. იაფ სახლში ბინების მიღების მსურველების რეგისტრაცია 2 მარტიდან დაიწყება და 29 მაისს დასრულდება. ​ბათუმის მერიის ინფორმაციით, "ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის აპლიკანტებმა მერიის სერვისცენტრებში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: ➤ შევსებული განაცხადის ფორმა ➤  ოჯახის წევრთა პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლები ➤  ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები (პირადობის მოწმობის არარსებობის შემთხვევაში) ➤ ცნობა ოჯახის ერთი სრულწლოვანი წევრის მაინც ბათუმში რეგისტრაციის შესახებ, რეგისტრაციის...
2019 წლის 29 ნოემბერს, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო შავი პარასკევის ვაჭრობისთვის ემზადებოდა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ საჯარო პრეზენტაცია გამართა. პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებას ელექტრონული აუქციონის გზით. მთავრობის სარივატიზაციო პროექტზე კვლევას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ავრცელებს. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) ვებგვერდზე გამოქვეყნებულია კატალოგი და რუკა, რომელიც მოიცავს...
გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე  "ევროპული საქართველოს" ლიდერს, ელენე ხოშტარიას ზნედაცემულსა და "ქალის სახე დაკარგულს" უწოდებს. თავდაპირველად მან ხოშტარიას შეურაცხყოფა "ფეისბუქგვერდზე" მიაყენა. პოსტში ის წერდა, რომ დეპუტატი "უზნეობისა და უტიფრობის განსახიერებაა". https://www.facebook.com/100004998213753/posts/1521736364669623/?d=n   ამ განცხადების შემდეგ ტელეკომპანია "ფორმულას" შეკითხვაზე, ნანობს თუ არა ამ სიტყვებს, რაზმაძე ამბობს, რომ არაფერი აქვს სანანებელი. "კი, ზნედაცებულია, მე არც უარვყოფ მაგ სიტყვებს! აქციებზე რას აკეთებდა, ქალის სახე აქვს დაკარგული...
ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა 2016 წელს დაანონსდა, თუმცა სამუშაოების დაწყება 4 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა. ეს სწორედ ის გზაა, რომლითაც ტურისტები თუ ადგილობრივები კურორტ ბეშუმსა და გოდერძის უღელტეხილს უკავშირდებიან. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  ადგილობრივების თქმით, ხულოდან კურორტ ბეშუმში მოსახვედრად 36 კილომეტრიანი გზის გავლა უხდებათ, რასაც 2 საათსა და 30 წუთს ანდომებენ. მიზეზი დაზიანებული გზაა. მძღოლები ამბობენ,  ავარიული გზა  აზიანებს მათ ავტომობილებს,...
ხობის მუნიციპალიტეტში მდებარე ხიდი, რომელიც სოფელ ძველ და ახალ ხიბულას ერთმანეთთან აკავშირებს, დაზიანებულია. აღნიშნულ ხიდით კი როგორ ქვეთად, ასევე, ავტოსატრანსპორტო გადაადგილებისთვის დღემდე იყენებენ. ხიდთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია ფოტოსურათებთან ერთად „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც ხობის მერიაში ადგილობრივ გამოცემა "ლაივპრესს" განუცხადეს, ხიდი კომუნისტების პრეიოდში დაზიანდა და მას შემდეგ რეკონსტრუქციაც ჩაუტარეს, თუმცა ახლა შეკეთებას არ ექვემდებარება. ამ...
video
ბათუმში პარკირების საფასური შესაძლოა გაძვირდეს. შპს „ბათუმის ავტოტრანპორტმა“  მოთხოვნით საკრებულოს უკვე მიმართა და საკითხი მომავალი სხდომის დღის წესრიგში ჩასმულია. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს. პროექტის მიხედვით, ერთი დღის საფასური - 1 ლარის სანაცვლოდ 10 ლარი გახდება, ერთ კვირის ღირებულება -  5-ის ნაცვლად 20 ლარი იქნება, ხოლო პარკირება ერთი წლით 40-ის ნაცვლად 60 ლარი ეღირება. 15 ლარით იზრდება ასევე დარღვევით გაჩერებული ავტომანქანების სპეციალურ სადგომზე...
საზოგადოება "ზუგდიდელის" წარმომადგენლის ინიციატივაა, მას შემდეგ, რაც ქალაქის მთავარ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკას აღმართავენ, ამ მოედანს სახელი შეეცვალოს და ღვთისმშობლის მოედნად იწოდოს,-განაცხადა ვაჟა ფიფიამ მოზაიკის პროექტის პრეზენტაციაზე. მისი თქმით, ამის შემდეგ აღარ იქნება მოსაზრება, რომ ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდიდან გაიტანონ და სამუდამოდ აქ დამკვიდრდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. ვაჟა ფიფიას განმარტებით, მას შემდეგ, რაც მოზაიკის პროექტს გაეცნო, მიაჩნია, რომ ის არა მაცხოვრის გორაზე,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ