ქუთაისში ორბელიანისა და მესხის ქუჩების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყება. ქუთაისის მერიამ სამუშაოების შესასრულებლად 94 730 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება უკვე დასრულდა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო. შ.პ.ს. ,,ლომი” მზადაა გზის რეაბილიტაცია 90 ათას ლარად განახორციელოს. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
ორბელიანისა და მესხის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე გზის სავალი ნაწილის და ტროტუარების ასფალტის საფარი არ არსებოს. დარჩენილია ქუჩის, ტროტუარების და გამწვანების გამყოფი ბეტონის მონოლითური ბორდიურები, თითქმის დაფარული მიწის ფენით. Aარ არსებობს საერთო სანიაღვრე სისტემა, წყალარინების ქსელი გატარებულია გზის გარეთ, კორპუსების მიმდებარედ.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემაერთებელი ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი ითვალიწინებს სავალ ნაწილში მიწის ნაწილობრივ მოჭრას (საშუალო სისქით 16 სმ), არსებულ, დატკეპნილ ნაყარზე (გეოლოგიური დასკვნით ფენის სისქე შეადგენს 0.7 მ-ს) შემასწორებელი, ღორღის ფენის მოწყობას სისქით 0.08 მ და ორ შრიანი ასფალტის საფარის დაგებას. Gგზის მარჯვენა მხარეს ქუჩის მთელ სიგრძეზე და გზის მარცხენა მხარეს, არსებული ხე-ნარგავების გასწვრივ გამწვანების ზოლის აღდგენას , ნიადაგის ფენის შეტანით. არსებული ქანობის გათვალისწინებით , ზედაპირული წყლის გადაყვანა მოხდება ბორდიურების გასწვრივ, მათი შეკრება მესხის ქუჩასთან, გზის მარჯვენა მხარეს. ბეტონის ღია სანიაღვრე არხის მოწყობა და დაერთება მესხის ქუჩაზე არსებულ სანიაღვრე სისტემასთან, ახალი ბეტონის ნიაღვარმიმღები ჭის მოწყობა.