ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

591

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტლის N11 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. გამგეობის ინფორმაციით, 1 600 მ2 ფართობის სივრცეში, რომელიც ავტოსადგომადაა ქცეული, მულტიფუნქციური სკვერი განთავსდება. 

სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ატრაქციონით საბავშვო-გასართობი ზონები მოეწყობა, დამონტაჟდება მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები, ასევე, განთავსდება დასასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდება პარკისთვის საჭირო ინრასტრუქტურა და ურნები. 

გარდა ამისა, სკვერში დასასვენებელ პავილიონთან ერთად, გათვალისწინებულია საფეხმავლო ბილიკების, განათებისა და სარწყავი ქსელების მოწყობა. 

“პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა მცენარეები – წითელი კოწახური, არღავანი, თეთრი (ცრუ) აკაცია, რობინია, ეონიმუსი, ლიგუსტრუმი, წითელი  ნეკერჩხალი და ბალახი. 

პროექტის ღირებულება 254 041 ლარს შეადგენს. სამუშაოები ვაკის გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება”, – აცხადებენ გამგეობაში.