საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აბაშაში საზოგადოებრივი ცენტრი საზეიმოდ გახსნა. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. იუსტიციის მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ აბაშის საზოგადოებრივი ცენტრი აბაშის და მიმდებარე 36 სოფლის 23 000-მდე მცხოვრებელს მოემსახურება. ახლად გახსნილ საზოგადოებრივი ცენტრში განთავსდა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, შეხვედრების დარბაზი. ცენტრს ექნება უფასო ინტერნეტი. აბაშის შემდეგ საზოგადოებრივი ცენტრი...
დიდუბის რაიონის გამგეობამ მეტრეველის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩასთან ერთად, ოთხი შიდა ეზოს მოწესრიგებაც იგეგმება. სამუშაოების ფარგლებში, როგორც სამანქანო გზაზე, ასევე, ტროტუარზე ასფალტის დაზიანებული ფენა და ბორდიური იხსნება. ასფალტის დემონტაჟის შემდგომ გათვალისწინებულია საფუძვლის მოწყობა და 4 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარის დაგება. სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“ ასრულებს, დაახლოებით, 200 000 ლარი გამოიყოფა. მეტრეველის...
ოზურგეთში, მიუსაფარი ძაღლები, მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან. ხალხი დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.  მერაბ კოსტავას ქუჩაზე როდესაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ტროტუარს ასუფთავებდა, მას უეცრად ოთხი ქუჩის მიუსაფარი ძაღლი დაესხა თავს, ამბავს შემთხვევით შეესწრო პოლიციის ერთ-ერთი ეკიპაჟი. მათ შეძლეს ქალის უვნებლად ადგილიდან გაყვანა. ეს არაა ქალაქში პირველი შემთხვევა, როდესაც მიუსაფარი ძაღლები უმიზეზოდ ესხმიან თავს მოქალაქეებს. დღეს დილით, სტახანოვის ქუჩაზე, მე-4 ბაღის...
საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია 27 თებერვალს ხაჭაპურის დღედ გამოცხადებას ითხოვს, ამის შესახებ ასოციაციის პრეზიდენტმა დალილა ცატავამ სამეცნიერო კონფერენციაზე „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ განაცხადა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. „ხაჭაპურს ყველა კუთხეში აქვს თავისი ვარიაციები, ყველაზე მეტი ვარიაცია არის რაჭაში, 8 - მდე აქვს სამეგრელოს, 6 - სვანეთს. აქ არ არის საუბარი ლობიანზე, ან კუპდარზე, საუბარია ყველის გულსართიან სარიტუალო კერძზე. ხაჭაპური არის უძველესი, საკრალიზებული პროდუქტი,...
სოფელ დიღომში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. შესაბამისი სამუშაოები საბურთალოს გამგეობის მიერ 6 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდება. პროექტის შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ზონა მოეწყობა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდება. ასევე, მოეწყობა LED განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები და საპარკე ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო და ადგილობრივ...
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 4 მუნიციპალიტეტის 6 სოფელს მიენიჭა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. „დღეიდან მაღალმთიან დასახლების სტატუსით და მასთან დაკავშირებული შეღავათებით სარგებლობის საშუალება მიეცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალციხის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი მელაანის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - დვანისა და კნოლევის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების - სპეთისა და ჭალოვანის მოსახლოებას. კანონით დადგენილი შეღავათებით სარგებლობა გააუმჯობესებს...
ამორტიზებული და უფუნქციო წყლის ჭაბურღილი სოფელ მუხაესტატეში. მოსახლეობა ამბობს, რომ 2016 წელს აგებული ჭაბურღილის უმოქმედობის გამო, 450 ოჯახს წყლის პრობლემა აქვს. 4 წლის წინ ამ პროექტისთვის 200-ათასი ლარი გამოიყო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.  სიუჟეტში ნათქვამია, რომ ფაქტს აპროტესტებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც, ისინი ქობულეთის მერიას კორუფციულ გარიგებაში სდებენ ბრალს, რასაც არ ეთანხმებიან ქობულეთის მერიაში. უწყებაში წერილობით გვიპასუხეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ...
აფხაზეთ-სამეგრელოს ე.წ. საზღვარზე სოხუმის მიერ გადაადგილების შეზღუდვამ 27 თებერვალს, დღის ბოლოს, ენგურის ე.წ. გამშვებ პუნქტთან მოქალაქეების რიგი დააყენა. ამის შესახებ აივპრესი წერს.  თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფები საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას და საკუთარ სახლებში დაბრუნებას ცდილობდნენ. როგორც „ლაივპრესს“ გალში მცხოვრებმა რესპონდენტმა განუცხადა, ე.წ. გამშვბმა პუნქტმა წუხელ გვიანობამდე იმუშავა. გამოცემა „ნუჟნაია გაზეტა“ იუწყება, რომ გაატარეს მხოლოდ აფხაზეთის მიმართულებით მოძრავი ის მგზავრები, რომლებიც დეფაქტო...
წინა სტატია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2019 წელს დამტკიცებული 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში ლანჩხუთის საკრებულოში გაცნობა-განხილვის სტადიაშია. ამის შესახებ გურიანიუსი წერს. სწორედ ამ საკითხზე მოუხდათ მსჯელობა დეპუტატებს, გიგი გვარჯალაძის თაოსნობით, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე. საკითხის განხილვას მერიის  სამსახურის უფროსებიც ესწრებოდნენ და შესაბამისი განმარტებებიც გააკეთეს. კომისიამ მთავარი აქცენტი ანგარიშის ინფრასტრუქტურულ ნაწილზე გააკეთა, სადაც საუბარია ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის,...
თაგოს ბაგირგზის  შეცვლისა და სამუშაოებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 124 724 ლარი დაიხარჯება.  საკითხი ხულოს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის საკითხს მხარი დაუჭირა "ნაციონალურმა მოძრაობამაც". ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  ირაკლი ჯორბენაძეს მიაჩნია, რომ  პროცედურები გაიწელა. მმართველ გუნდში კი  განმარტეს, რომ საქმე საკმაოდ რთულ სამუშაოებს უკავშირდება, რომელიც სამართლებრივად ბევრ პროცედურას მოითხოვს, ამიტომაც სატენდერო პროცედურები გაიწელა. ამის გარდა, საკრებულოს წევრებმა 2020 წლის ბიუჯეტში პირველ...
დმანისის სოფელ განთიადში სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის შესაბამისად მოხდა სტადიონის შემოღობვა და დამონტაჟდა ახალი სკამები. სამუშაო ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 12 757.96 ლარი შეადგინა ახალი მინი სპორტული მოედანი გაიხსნა ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლებში. დმანისის მერიის ცნობით, უმაღლესი ხარისხის მინი სპორტული მოედნის ტერიტორიაზე, ორიარუსიანი მაყურებელთა ტრიბუნა და ორგანყოფილებიანი რეტერატის შენობა მოეწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სრული დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის...
წინა სტატია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რომ ზიკილიაში სტალინის მონუმენტის დადგმასთან დაკავშირებთ, კომენტარს არ გააკეთებენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. გამოცემა წერს, რომ მერიისგან პასუხს ორი დღეა ელოდებიან, დღეს, 27 თებერვალს კი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა უარი განუცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე. საია-ს იურისტი ქეთი ბებიაშვილი აცხადებს, რომ განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილობრივმა თვითმმართელობამ აუცილებლად უნდა გააკეთოს. „მემორიალის დადგმის საკითხი წესით მათი ნებართვის საფუძველზე უნდა გადაწყვეტილიყო. მინიმუმ...
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე, წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, ჯივიპიმ წყალარინების 300 მეტრი სიგრძის ძველი, ამორტიზირებული ქსელი სრულად შეცვალა და ახალ ქსელზე 11 საკვანძო ჭა მოაწყო. კომპანიამ აღნიშნულ პროექტში 500 ათას ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ამ ეტაპისთვის წყალარინების ახალი სისტემა ექსპლუატაციაში უკვე შესულია. რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე, ზესტაფონის ქუჩაზე, ქალაქის მერია გზის ინფრასტრუქტურულ...
შემდეგი სტატია ახალციხეში, სოფელ ზიკილიაში სტალინის გამოსახულებიანი რკინის კონსტრუქცია აღმართეს, ადგილობრივები ამბობენ, რომ მონუმენტი სამი წლის წინ დაზიანდა და ახლა შეაკეთეს. იურისტების განმარტებით, მომხდარით სუს–ი უნდა დაინტერესდეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  ზიკილიაში სტალინის მონუმენტი სოფლის ცენტრში, შემაღლებულ ადგილზე დგას და ცენტრალური გზიდანაც ჩანს. რკინის კონსტრუქცია სოფელში პირველად სტალინის 100 წლისთავთან დაკავშირებით გააკეთეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ის დაახლოებით სამი წლის წინ ქარმა...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ყვარლის სატყეო უბნის უფროსი გ.ა. და ამავე სატყეო უბნის სპეციალისტი გ.ფ. დააკავეს. სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მოქალაქეს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტყის ფონდის 6 თვით საძოვრად გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით ფულადი თანხა გამოართვეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის...
წინა სტატია შემდეგი სტატია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, “ქართული ოცნება” მზადაა “მოხსნას წუხილი” იმის თაობაზე, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე ძალამ მთავრობა არ დააკომპლექტოს. საქმე ეხება ოპოზიციის ერთ-ერთ მოთხოვნას, რომ ამოქმედდეს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, პარტიას უფლება არ ექნება, მთავრობა დააკომპლექტოს, თუ არჩევნებში 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს. „ცალკე აღებულ რომელიმე მოდელზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა, ზოგად პრინციპებზე ისაუბრეს. შემიძლია დაგიდასტუროთ, მმართველი გუნდი,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ