საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აბაშაში საზოგადოებრივი ცენტრი საზეიმოდ გახსნა.
გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
იუსტიციის მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ აბაშის საზოგადოებრივი ცენტრი აბაშის და მიმდებარე 36 სოფლის 23 000-მდე მცხოვრებელს მოემსახურება.
ახლად გახსნილ საზოგადოებრივი ცენტრში განთავსდა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, შეხვედრების დარბაზი. ცენტრს ექნება უფასო ინტერნეტი.
აბაშის შემდეგ საზოგადოებრივი ცენტრი ხობში გაიხსნება.
ამჟამად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შვიდი საზოგადოებრივი ცენტრი მუშაობს.