თბილისში სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს. წელს პირველად გამოფენაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარდგა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
როგორც რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა, უნივერსიტეტი პირველ ნაკადს 2020 წლის შემოდგომაზე მათემატიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამებზე მიიღებს.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისთან, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 150-ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული. უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად ვითარდება და მოიცავს სრულად აღჭურვილ აკადემიურ კორპუსებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს,...
მარნეულში ახალ გაჩერებებს ამონტაჟებენ. ძველებისგან განსხვავებით, გაჩერებები ჯიხურის გარეშეა მოწყობილი და მათში მხოლოდ სკამებია მოთავსებული. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
მოსახლეობა დადებითადაა განწყობილი ამ გადაწყვეტილების მიმართ და ტრანსპორტის კეთილმოწყობასაც ითხოვს.
„ძალიან კარგია, რომ აკეთებენ. წვიმაში გარეთ დგომა არ მოგვიწევს , თან ტრანსპორტიც წარა-მარა არ გაჩერდება, მაგრამ ტრანსპორტიც მოსაწესრიგებელია, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია,“-ამბობს გაჩერებაზე მდგომი კაცი.
„კარგს აკეთებენ, ტრანსპორტიც რომ მოაწესრიგონ, ცუდი არ იქნება“, -...
დღეს, 28 თებერვალს, მარნეულის ცენტრალური პარკი და განახლებული მონუმენტური ძეგლი „კიდევაც დაიზრდებიან“ ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„კიდევაც დაიზრდებიან“-ის ოფიციალურ გახსნაზე მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტისთვის რეკრეაციული ზონების მოწყობა პრიორიტეტულია და მერია ქალაქში არსებული სხვა პარკებისა და სკვერების განახლებასაც აპირებს.
„კიდევაც დაიზრდებიან“-ის ტერიტორია ფუნქციურად რამდენიმე ზონადაა დაყოფილი. მოეწყო საბავშვო ზონა, შესაბამისი სათამაშო ბაქნებით, გასართობი სათამაშო ატრაქციონებით...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, 640 მ სიგრძის გზის მოასფალტება დაიწყო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, მდინარე მტკვრის სანაპიროსა და სოფლის რკინიგზის სადგურს შორის არსებულ მონაკვეთზე მიმდინარეობს. ამით, სოფლის რკინიგზის სადგური განახლებული გზით უფლისციხეს დაუკავშირდება.
პროექტს ახორციელებს კომპანია ,,ქროსპოინტი", რომელმაც სამუშაოები 2 თვეში უნდა დაასრულოს. რკინიგზის სადგური სოფლის ცენტრში მდებარეობს, სადაც სამგზავრო ელექტრომატარებლები ჩერდება. ამ ტიპის სამგზავრო მატარებლით უფლისციხისკენ...
კვირას, პირველ მარტს გურჯაანში განახლებული „გლეხური ბაზარი “ იხსნება. პარალელურად აიკრძალება გარე ვაჭრობა. თუმცა გარემოვაჭრეების ნაწილი, უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ტერიტორიაზე შესვლას არ აპირებენ. ამის შესახებ გამოცემა სპექტრი წერს.
„არ შევალთ იმიტომ, რომ დახლები ერთმანეთზეა მიდგმული, საქონლის დალაგება და რეალიზაცია გაჭირდება. გარდა ამისა, არ არის იმის საშუალება, რომ მანქანა შიგნით გავაჩეროთ. მანქანებიდან საქონელი მეშოკით როგორ უნდა ვეზიდოთ?! გარდა ამისა, თუ...
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა 2020 წლიდან სტუდენტების ტრანსპორტირების ხარჯების დაფინანსებას იწყებს.
როგორც მარნეულის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მერია სამიზნე ჯგუფის სტუდენტებს თვეში 50 ლარით დაეხმარება. სტუდენტი, რომელიც პროგრამაში ჩაერთვება დახმარებას, ერთი წლის განმავლობაში, 10 თვის მანძილზე მიიღებს.
სოციალურად დაუცველი სტუდენტი, სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტი, რომელსაც ყველა საგანში არანაკლებ 91 ქულიანი შეფასება აქვს. დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის,...
დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ სიახლეებზე, რაც ეკოტურიზმის, მთის ტურიზმის და სოფლის ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად იგეგმება რეგიონში.
აჭარის მთავრობის ცნობით, იწყება სოფლად მეწარმეობის განვითარების ახალი პროგრამა, რომლისთვისაც ბიუჯეტში მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.
„პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შევუწყოთ როგორც ახალგაზრდა მეწარმეებს, სტარტაპებს, ასევე, არსებული ბიზნესების გაფართოებას და მოდიფიკაციას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროგრამით შესაძლებელია დაფინანსდეს როგორც ეკოტურიზმის მიმართულების პროექტები, ასევე,...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში 17 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი დასრულდა. აქედან სამ პოზიციაზე კანდიდატი ვერ შეარჩიეს და კვლავ ვაკანტურია.ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტის ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად ლევან წინწალაშვილი, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად ანნა კუტიბაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსად კი რამაზ ქიტიაშვილი დაინიშა. კონკურსის წესით შეირჩა სოფელ ველისციხესა და ქალაქ გურჯაანში მერის წარმომადგენლებიც. რამდენიმე სოფელში კი სპეციალისტები. რაც შეეხება...
შპს "ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფმა, რომელსაც გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში დისკვალიფიკაცია მიენიჭა, შედეგი გაასაჩივრა. ტენდერი ტინისხიდში სასმელი წყლის სისტემის მოწყობას ეხება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
კომპანია სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვით მას დისკვალიფიკაცია მიენიჭა და შესაბამისად, ტენდერს გამოეთიშა.
"ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნა რვა კონტრაქტის ფარგლებში შესრულებული ანალოგიური სახის სამუშაოები რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 4849530,23 ლარს. რაც სრულად აკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნებს....
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, გრიგოლ მანდარიას განცხადებით, რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებით და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის მიზნით, კომპანია მიმდინარე წელს 100-ზე მეტი პროექტის განხორციელებას გეგმავს.
გრიგოლ მანდარიას თქმით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე საერთაშორისო დონორებისა და სახელმწიფოს მხარდაჭერით 240 მილიონი ლარი დაიხარჯება.
„2019 წლის პროექტებზე ჯამურად, როგორც სახელმწიფო ასევე დონორი ორგანიზაციებიდან, 240-250 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, სახელმწიფოს თანამონაწილეობა 60 მილიონი ლარი იყო. წელს ეს პროპორციულობა...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით, განათლების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მეშვეობით, 640 სკოლისათვის 40 მილიონი ლარით დაფინანსდა 733 პროექტი: 329 სკოლაში მოეწყო სველი წერტილები, გადაიხურა 94 სკოლა, 62 სკოლაში დამონტაჟდა გათბობის სისტემა, შეიცვალა 74 სკოლის კარ-ფანჯარა, მოეწყო 77 სკოლის ოთახები და დერეფნები, გარემონტდა 59 სკოლის სპორტ-დარბაზი, 38 სკოლაში...
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
ქუთაისის მერიის ცნობით, სკვერისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გაშენდება მწვანე ნარგავები, მოეწყობა მარტივი ტიპის სპორტული მოედანი ფეხბურთისა და კალათბურთისთვის, შესაბამისი განათების სისტემა, დაიდგმება ძელსკამები.
სამუშაოების ღირებულება 485 113 ლარია. სამუშაოებს შპს „ნიუ სთაილი“ ასრულებს და მარტის თვეში დასრულდება.
„ავანგარდის დასახლებაში გასულ წელს დავიწყეთ ახალი სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები. აქამდე ამ უბანში სკვერი...
წინა სტატია
რუსთავის შემოსასვლელში ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი კონსტრუქციის მოწყობისთვის, რომელზეც ქალაქის ორენოვანი წარწერა იქნება დატანილი, ტენდერი ჩაიშალა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით, 1 მლნ ლარი იყო. მერიამ ახალი ტენდერი თითქმის 200 ათასი ლარით ნაკლებ თანხაზე გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორუსთავი წერს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ სახელმწიფო შესყიდვების ონლაინ ვებრგვერდზე ტენდერი შემოსასვლელში კონსტრუქციის აშენებისთვის 721 081 ლარზე გამოაცხადა.
რატომ ჩაიშალა ტენდერი და რამ გამოიწვია თანხის 200 ათასით...
აბაშის მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებები და კონსულტაციები გაიმართა ნაესაკოვოს, ტყვირის, პ/მაისისა და მარნის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
შეხვედრებს ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
ნაესაკოვოს ადმინისტრაციულ ერთეულში ჭაბურღილისა და გარე განათების მოწყობისთვის დაიხარჯება 28 000 ლარი, ტყვირის ადმინისტრაციული ერთეულისთვისაც, გარე განათებისთვის გამოყოფილია 28 000 ლარი. პ/მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში სანიაღვრე არხები ამოიწმინდება და...
გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში, თავისუფალი დასწრების რეჟიმი 20 მარტამდე იმოქმედებს. ინფორმაცია სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ გაავრცელა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ინფორმაციისთვის, სააგენტო ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმის შენარჩუნებას 2 მარტამდე გეგმავდა, თუმცა როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მშობლების თხოვნით, თავისუფალი დასწრების რეჟიმი 20 მარტამდე გაგრძელდება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის სკოლამდელ დაწესებულებაში ბუნებრივი აირი შეიყვანეს.
"ბუნებრივი აირით უზრუნველყოფისთანავე საბავშვო ბაღში ამუშავდა ახლად მოწყობილი გათბობის სისტემა. დღემდე პატარები შეშის ღუმელებით თბებოდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს ახალი სასწავლო წელი სააღმზრდელო დაწესებულებამ ახლად რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყო. საბავშვო ბაღი ერთ-ერთი პირველი ობიექტია, რომელიც ქვახვრელში გაზიფიცირდა“, - აღნიშნა გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.
საბავშვო ბაღის გათბობის სისტემის სამონტაჟო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 43 085 ლარი გამოიყო.
რეაბილიტირებულ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































