შპს “ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფმა, რომელსაც გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში დისკვალიფიკაცია მიენიჭა, შედეგი გაასაჩივრა. ტენდერი ტინისხიდში სასმელი წყლის სისტემის მოწყობას ეხება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
კომპანია სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვით მას დისკვალიფიკაცია მიენიჭა და შესაბამისად, ტენდერს გამოეთიშა.
“ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნა რვა კონტრაქტის ფარგლებში შესრულებული ანალოგიური სახის სამუშაოები რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 4849530,23 ლარს. რაც სრულად აკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნებს. ჩვენთვის გაურკვეველია რასთან შეუსაბამობა დაადგინა მოცემულ ეტაპზე შემსყიდველმა ან და რა მეთოდით დაადგინა რომ წარდგენილი გამოცდილება არ აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნებს”, – განმარტავს მომჩივანი კომპანია.
საჩივარს შესყიდვების ეროვნული სააგენტოს დავების საბჭო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს.