გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი 20 მარტამდე იმოქმედებს

503

გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში, თავისუფალი დასწრების რეჟიმი 20 მარტამდე იმოქმედებს. ინფორმაცია სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ გაავრცელა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

ინფორმაციისთვის, სააგენტო ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმის შენარჩუნებას 2 მარტამდე გეგმავდა, თუმცა როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მშობლების თხოვნით, თავისუფალი დასწრების რეჟიმი 20 მარტამდე გაგრძელდება.