გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში 17 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი დასრულდა. აქედან სამ პოზიციაზე კანდიდატი ვერ შეარჩიეს და კვლავ ვაკანტურია.ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტის ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად ლევან წინწალაშვილი, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსად ანნა კუტიბაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსად კი რამაზ ქიტიაშვილი დაინიშა. კონკურსის წესით შეირჩა სოფელ ველისციხესა და ქალაქ გურჯაანში მერის წარმომადგენლებიც. რამდენიმე სოფელში კი სპეციალისტები. რაც შეეხება ვაკანტურ თანამდებობებს, მათზე კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.