გორის სოფელ ქვახვრელში, 640 მ სიგრძის გზის მოასფალტება დაიწყო

734

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, 640 მ სიგრძის გზის მოასფალტება დაიწყო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები, მდინარე მტკვრის სანაპიროსა და სოფლის რკინიგზის სადგურს შორის არსებულ მონაკვეთზე მიმდინარეობს. ამით, სოფლის რკინიგზის სადგური განახლებული გზით უფლისციხეს დაუკავშირდება.

პროექტს ახორციელებს კომპანია ,,ქროსპოინტი”, რომელმაც სამუშაოები 2 თვეში უნდა დაასრულოს. რკინიგზის სადგური სოფლის ცენტრში მდებარეობს, სადაც სამგზავრო ელექტრომატარებლები ჩერდება. ამ ტიპის სამგზავრო მატარებლით უფლისციხისკენ უამრავი ტურისტი და ვიზიტორი მოძრაობს. პროექტს პრიორიტეტი, სწორედ, ამ კუთხით მიანიჭეს.

გორის მერია ამჟამად ამზადებს ახალ პროექტს, რომლის მიხედვით, მოასფალტების სამუშაოები რკინიგზის ბაქნიდან სასაფლაომდე გაგრძელდება. ეს გზა კი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით უმოკლეს მისასვლელს წარმოადგენს.