კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლებსა და ბაღებში სადენზიფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა მუნიციპალურ ტრანსპორტს, რომელიც ყოველდღიურად სპეციალური ხსნარით დამუშავდება. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,...
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ. ფრაქციის წევრების მთავარი მოთხოვნაა, უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უმაღლეს საბჭოში ინიცირებული კანონპროექტის განხილვა.
ოპოზიცია ასევე ამტკიცებს, რომ დეპუტატ ელგუჯა ბაგრატიონზე სასამართლოს გამოყენებით მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა.
„ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით, სხდომებზე მარტო ვტოვებთ უმრავლესობას და ჰგონიათ, რომ კომფორტში ვტოვებთ, მაგრამ პირობას ვაძლევთ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მივაღწევთ, რომ დაპირებული პროპორციული სისტემა...
ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს ქუთაისის დეზინფექციისა და სპეციალური ეპიდზედამხედველობის სამსახური ასრულებს. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.
მიმდინარეობს როგორც შენობების შიდა პერიმეტრის შეწამვლა, ასევე სათამაშოების მექანიკური დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით. დაყოვნების დროის ( 24 საათი) გასვლის შემდეგ კი მოხდება შენობების გენერალური დასუფთავება.
სადეზინფექციო სამუშაოები ეტაპობრივად მოიცავს ქალაქის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღს.
სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს ქუთაისის საჯარო სკოლებშიც.
563 992 ლარი მოხმარდება სამი სოფლის - ფლავის, ფლავისმანისა და ქვეშის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი 1,5 კილომეტრია. სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს.
პროექტის მიხედვით ტრანსპორტის სავალი ნაწილის რეაბილიტაციასთან ერთად მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და გზის მიერთებები.
გზის ამ მონაკვეთს რამდენიმე წელია მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაზიანებული გზის საფარი გადაადგილებისას პრობლემებს...
2020 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში, ახალციხის 45 სოფელში 989 741 ლარი დაიხარჯება. თანხის ძირითადი ნაწილი გარეგანათების მოწყობას, სარწყავი და სასმელი წყლის რეაბილიტაციას მოხმარდება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
პროგრამის ფარგლებში, ხუთ სოფელში უნდა მოწესრიგდეს შიდა გზები, ესენია: დიდი პამაჯი, ყულალისი, წინუბანი, წყალთბილა და წირა. ხუთივე პროექტის ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 112 138 ლარი იქნება.
სოფელში არსებული სკვერების რეაბილიტაცია იგეგმება სოფელ სხვილისსა...
ზუგდიდის საჯარო სკოლებში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს სპეციალური ხსნარით ხუთი სკოლა დამუშავდება. ეს სკოლებია - მეოთხე, პირველი, მეორე, მეთერთმეტე სკოლა და სასულიერო გიმნაზია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
დეზინფექცია დილით მეოთხე საჯარო სკოლიდან დაიწყო. ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახა ფარცვანიამ გვითხრა, რომ ხვალიდან მათი ანტივირუსული კამპანია უფრო გაიშლება. თავდაპირველად ქალაქს მოიცავენ, შემდეგ კი სოფლის სკოლებში გადაინაცვლებენ. რესურსცენტრის უფროსის თქმით,...
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თარიღი შეცვალა და ბაღში შესვლა 8 მარტის ნაცვლად 9 მარტიდან იქნება ფასიანი.
ბაღის ადმინისტრაციის განცხადებით, 2020 წლის 8 მარტიდან ამოქმედდება სხვადასხვა ტარიფები: საქართველოს მოქალაქისათვის ერთჯერადი შესვლა 2 ლარი იქნება. ამავდროულად იქნება მრავალჯერადი სააბონენტო ტარიფები: 15 შესვლა - 20 ლარი, 30 შესვლა - 40 ლარი, 60 შესვლა - 70 ლარი, 90 შესვლა -...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის განსახილველად აფხაზეთში დეფაქტო პარლამენტი შეიკრიბა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
პარლამენტის სპიკერმა ვალერი კვარჩიამ დეპუტატებს უთხრა, რომ ასლან ბჟანიას, სავარაუდოდ, ინსულტი დაემართა. მისივე თქმით, ბჟანიას საკითხთან დაკავშირებით, აუცილებელია შეიქმნას კომისია, რომელშიც შევლენ დეპუტატები და უშიშროების წარმომადგენელები.
"ყველამ უნდა გავიგოთ, რომ აფხაზეთის გარეთ არიან ძალები, რომლებიც დაინტერსებულები არიან დესტაბილიზაციით. მინდა, რომ ამ საკითხს სერიოზულად შევხედოთ. ბჟანიას შტაბის გარეშე...
აფხაზეთში დეფაქტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატმა ადგურ არძინბამ კონკურენტის ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტა.
"იმის გამო, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია ჰოსპიტალიზებულია, ადგურ არძინბას წინასაარჩევნო შტაბი დროებით წყვეტს ამომრჩევლებთან შეხვედრებს“, - ნათქვამია არძინბას განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ, აფხაზურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ასლან ბჟანია ჯერ სოჭის საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი კრასნოდარის კლინიკაში გადაიყვანეს.
აფხაზეთის დეფაქტო არჩევნები 22 მარტს უნდა გაიმართოს.
მიკროავტობუსების ფარეხში განთავსებულ ყველა სატრანსპორტო საშუალებას დეზინფექცია ჩაუტარდა, - ამის შესახებ „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ასანიძემ განაცხადა.
„დავიწყეთ მიკროავტობუსების დეზინფექცია, ეს პროცედურა არ არის ერთჯერადი და რეგულარულად ჩატარდება. ხსნარს აქვს ერთკვირიანი მოქმედების ვადა, თუმცა ჩვენ ვეცდებით ყოველდღიურ რეჟიმში მოხდეს ტრანსპორტის დამუშავება“, - განაცხადა ასანიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოკროავტობუსის ყველა მძღოლს პირბადეები დაურიგდება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა....
პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებასთან დაკავშირებით შეხვედრები რეგიონებში გრძელდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და აჭარის ა/რ სოფლის მეურნების მინისტრი ტიტე აროშიძე ბათუმსა და ქობულეთში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის მაღალი სტანდარტი და ნარჩენების მართვის სტრატეგია აქვს. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქვეყანაში პლასტიკის პარკების მოხმარების...
გლდანის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. მათ შორის, საგზაო სამუშაოები ხერგიანის ქუჩაზე და მაისურაძის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე ხორციელდება.
გამგეობის ცნობით, სამუშაოების შედეგად, ხერგიანის ქუჩაზე, დაახლოებით, 3 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება, ეწყობა საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 195 665 ლარია გათვალისწინებული.
მაისურაძის ქუჩის მონაკვეთზე კი საგზაო სამუშაოები, დაახლოებით, 4 422...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზუგდიდში 30 ერთეული საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარით დამუშავდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებები, ასევე, გატარდება საბავშვო ბაღებში, საჯარო სკოლებში, კულტურულ და სპორტულ დაწესებულებებში.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ შექმნილი გარემოებების გამო 3 და 8 მარტს დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა. ამასთან, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი რეკომენდაციები გასცა.
წინა სტატია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ითვალისწინებს რა საქართველოს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, აუქმებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მიმდინარე პერიოდისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს.
აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი 143, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა.
შეგახსენებთ, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი რეკომენდაციები გასცა.
სოფელ ჭაპალა-სამტრედოს შიდა გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი ბეტონის გზა 1350 გრძივ მეტრზე მოეწყობა, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 717 000 ლარია.
მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს.
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპის სამუშაოების ფარგლებში, 7 მარტიდან, საავტომობილო მოძრაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემა იცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დროებითი სქემა:
ნ. ყიფშიძის ქუჩიდან გ. წერეთლის ქუჩისკენ საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება;
ბაგებიდან მოძრაობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მარცხნივ, გ. წერეთლის ქუჩის გავლით თამარაშვილის ქუჩისკენ;
თამარაშვილის ქუჩიდან მოძრაობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მარჯვნივ, გ. წერეთლის ქუჩის გავლით ბაგებისკენ (თამარაშვილის N11-დან N1-მდე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































