563 992 ლარი მოხმარდება სამი სოფლის – ფლავის, ფლავისმანისა და ქვეშის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი 1,5 კილომეტრია. სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს.
პროექტის მიხედვით ტრანსპორტის სავალი ნაწილის რეაბილიტაციასთან ერთად მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და გზის მიერთებები.
გზის ამ მონაკვეთს რამდენიმე წელია მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაზიანებული გზის საფარი გადაადგილებისას პრობლემებს აღარ შეუქმნის მძღოლებსა და ქვეითებს.