ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს ქუთაისის დეზინფექციისა და სპეციალური ეპიდზედამხედველობის სამსახური ასრულებს. ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.
მიმდინარეობს როგორც შენობების შიდა პერიმეტრის შეწამვლა, ასევე სათამაშოების მექანიკური დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით. დაყოვნების დროის ( 24 საათი) გასვლის შემდეგ კი მოხდება შენობების გენერალური დასუფთავება.
სადეზინფექციო სამუშაოები ეტაპობრივად მოიცავს ქალაქის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღს.
სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს ქუთაისის საჯარო სკოლებშიც.