ადიგენის მუნიციპალიტეტში ვიდეო კამერებს კომპანია „დელტა კონსალტინგი“დაამონტაჟებს, სამუშაოებისთვის 119 272 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
კამერების მონტაჟი მუნიციპალიტეტის მასშტაბით რვა ადგილზე მოხდება. სადაც სამი ამომცნობი, ხოლო 10 ზოგადი ხედვის კამერა დადგება.
ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის კამერების დასამონტაჟებელი ადგილებია:
1. ჩორჩანის გადასახვევი(ბათუმი–ანგისა –ახალციხის გზა) – ორი ნომრის ამომცნობი, ერთი ზოგადი ხედვის კამერა;
2. ალექსანდრე ზაზაშვილის ქუჩა (კემპინიდან ასასვლელ გზაზე) – ერთი...
წინა სტატია
თბილისის მერიამ ახალი პროგრამის – „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ფარგლებში, შესაბამისი დოკუმენტების მიღება დაიწყო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროგრამა გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 15-დან 60 წლის ჩათვლით პირებისთვის, სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების „ოკრელიზუმაბისა“ და „ფინგოლიმოდის“ დაფინანსებას ითვალისწინებს.
მათივე ცნობით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად დაუფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა პირს...
გორი-უფლიისციხის გზაზე ასფალტი ჩაინგრა. ფაქტი სოფელ ხიდისთავში მოხდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
გზის დაზიანების მიზეზი, ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, ხრეშით დატვირთული მანქანების მოძრაობა გახდა. ასფალტის ქვეშ სანიაღვრე არხი გადის.
"სამი დღის წინ შეეტყო გზას დაზიანება და საბოლოოდ გუშინ ღამით ჩაინგრა. ადგილზე მუშაობს საგზაო დეპარტამენტი, მათი თქმით პრობლემას სავარაუდოდ ერთ დღეში მოაგვარებენ," - აცხადებენ ადგილობრივები.
საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, დაზიანებული საფარის...
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ამბობს რომ მათი მთავარი პრობლემა წყალია, წლებია სოფელ ტელეფას წყალი არ მიეწოდება. ამის შესახებ ვიდეორგოლს ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქუთაისიპოსტი აგრძელებს იმერეთის მუნიციპალიტეტებში ვიდეობლოგების წარმოებას, სახელწოდებით "მოქალაქის ხმა".
ვიდეობლოგებში ნაჩვენები იქნება სოფლად მცხოვრები მოქალაქეების მთავარი სათქმელი, როგორც ხელისუფლების, ასევე, სოფელში არსებული პრობლემების მიმართ.
ვიდეობლოგები მომზადდება თვეში სამჯერ თითოეული მინიციპალიტეტიდან, რუბრიკის "ხალხი და ხელისუფლება პირისპირ" ფარგლებში.
რუბრიკის მიზანია, მოქალაქეებისთვის გამოხატვის თავისუფლების...
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები 8 მარტს გარკვეული შეთანხმებით დასრულდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება: იქნება 1%-იანი ბარიერი, ამომრჩევლები პროპორციული წესით 120 და მაჟორიტარული წესით 30 დეპუტატს აირჩევენ.
„ქართული ოცნება“ პირობას დებს, რომ ამ შეთანხმებას შეასრულებს და ოთხშაბათს, 11 მარტს საკონსტიტუციო ცვლილებას პარლამენტში წარადგენს. ახლა ყველაზე აქტუალური თემაა, როგორ გადანაწილდება ახალ საარჩევნო მოდელში...
ვერაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ორ მისამართზე სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
"ვ. ანჯაფარიძის ქ. N3ა-ში და ა. შანიძის ქ. N11-ში რეაბილიტაცია ორ სადარბაზოს უტარდება, რომლის ფართობი ჯამში, 800 კვ. მ-ს შეადგენს. აღნიშნულ მისამართებზე სულ 14 ოჯახი ცხოვრობს.
სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 166 ლარი დაიხარჯება", - აცხადებენ გამგეობაში.
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტზე, გარემოს დაცვის სამინისტრომ სკოპინგის დასკვნა გასცა. რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ ეტაპზე, კომპანიამ უწყებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უნდა წარუდგინოს. სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას გარემოსდაცვითი ორგანიზაციები სასამართლოში გაასაჩივრებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სამინისტრომ დადებითი პასუხი 9 მარტს გასცა. რაც იმას ნიშნავს, რომ გარემოსდამცველების პროტესტის მიუხედავად, აბასთუმნის შემოვლითი გზის...
მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. გამგეობის ინფორმაციით, გზის სრული რეაბილიტაცია ამჯერად ოქროყანაში მეფუტკრეობის ქუჩაზე მიმდინარეობს.
მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 2 500 კვ.მ ფართობზე დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური, ტროტუარები და სანიაღვრე ქსელი.
„აღნიშნულ მისამართზე მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტი არასდროს ჩატარებულა. შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას მოუგვარდება გადაადგილების პრობლემა. ჩვენ ინტენსიურად განვაგრძობთ შემოერთებულ ტერიტორიებზე მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას“, -...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, კერძო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე საგაზაფხულო სამუშაოებისას, თავი შეიკავონ ნარჩენის წვისგან, რამაც შესაძლოა ხანძრის გავრცელება გამოიწვიოს.
ხანძრების თემაზე დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.
„გლობალური კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე, ნალექის რაოდენობა წელს საქართველოში მნიშვნელოვნად, 20-40 პროცენტითაა შემცირებულია.
ხანძრების აქტიური გახშირება კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მძიმე შედეგია, რაც შესამჩნევია საქართველოშიც. ხანგრძლივი უნალექო...
6 მარტს ჩამოინგრა კოდორის ხეობისკენ მიმავალი გვირაბის ნაწილი, წერს ინტერნეტ გამოცემა "აიაირა". ამავე ინფორმაციით, 9 მარტს გზების და გვირაბის მდგომარეობის შესამოწმებლად, ადგილზე იმყოფებოდა აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი ლევ კვიცინია.
"გვირაბის ნაწილი პარასკევს ჩამოინგრა. ჯერჯერობით ამ ადგილის შემოვლა შეიძლება, თუმცა, სავარაუდოდ, გვირაბის ჩამოშლა ისევ გაგრძელდება. თუკი ეს მოხდება, კოდორის ხეობის და იქ არსებული სოფლებისკენ მიმავალი გზა ჩაიხერგება", - აღნიშნა...
გორში კიდევ ერთი ტურისტული ობიექტის რეაბილიტაცია იწყება. გორის მერიის ცნობით, ისტორიულ - ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციასა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას 240 650 ლარი მოხმარდება.
სამუშაოების შესყიდვის მიზნით გორის მერიამ ტენდერი 4 მარტს გამოცხადა. პროექტის მიხედვით, შეიცვლება სახურავი და ფანჯრები, რეაბილიტირდება ფასადი, დამონტაჟდება გათბობის, ვენტილაციისა და ელექტრო სისტემებები, მუზეუმის ეზოში მოეწყობა ღია საგამოფენო პავილიონი, გარე განათება, დაიდგმება დასასვენებელი სკამები. პროექტი...
ქალაქ გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ხევის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
წლების განმავლობაში ახტალიდან მონადენი ტალახი და წყალი ერთ ადგილზე გროვდებოდა და ანტისანიტარიას ქმნიდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, სიმონ ქოჩორაშვილის განმარტებით, 9 აპრილის ქუჩის მაცხოვრებლებს დიდი ხნის პრობლემა მოუგვარდათ.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, მცხეთაში, სოფელ მუხრანში მდებარე წყლის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 25 წლიანი ლიცენზია აუქციონზე გაიცემა.
ელექტრონული აუქციონი 11 მარტს დასრულდება. ლიცენზიის საწყისი ფასი 1 551 396 ლარია.
წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სალიცენზიო პირობების თანახმად, პოტენციურმა ინვესტორმა ლიცენზიის მიღებიდან არაუმეტეს ორი წლის ვადაში უნდა განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა, მტკნარი წყლის მარაგების გამოთვლა და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების...
ქალაქ გურჯაანში გარევაჭრობა აიკრძალა. მოვაჭრეები ახლადგახსნილი აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე აგრძელებენ საქმიანობას, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი და დაცულია ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები.
გარე მოვაჭრეების საკუთრებაში არსებული ძველი დახლების გატანა ქალაქის ქუჩებიდან, ეტაპობრივად მოხდება.
ძველი დახლების გატანის შემდეგ, პირველ ეტაპზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, მოაწესრიგებენ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას, წმ. ნინოს ქუჩას და სანაპიროს ქუჩას. მეორე ეტაპი, რომელიც ბაზრის მიმდებარე ე.წ. ახტლის...
კორონავირუსის გავრცელების გამო ის სამასპინძლო დაწესებულებები, რომლებიც ტურისტულ ნაკადებზე იყვნენ დამოკიდებულნი, მომხმარებელთა სიმცირეს უჩივიან. ინფორმაციას ბიზნეს მედია ავრცელებს.
სწორედ ამ მიზეზით, რესტორატორთა ასოციაცია თბილისის მერიის სახელზე მიმართვას ამზადებს. ისინი მუნიციპალიტეტის მთავრობისგან კრიზისულ პერიოდში კერძო სექტორის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლებას მოითხოვენ.
„ვითხოვთ გარე ფართები, რომელიც დაქირავებულია დედაქალაქის მთავრობისგან, ეს ფართები იყოს იჯარის გადასახადისგან გათავისუფლებული იმ პერიოდში, რა პერიოდშიც როგორც ჩანს ტურიზმის მომხმარებელი ნაკლები...
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება.
"პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია, ამასთან შედარებით გართულებული შემთხვევაც სტაბილურად...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































