თერჯოლის სოფელ ტელეფას მოსახლეობა: წლებია წყალი არ გვაქვს

924

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ამბობს რომ მათი მთავარი პრობლემა წყალია, წლებია სოფელ ტელეფას წყალი არ მიეწოდება. ამის შესახებ ვიდეორგოლს ქუთაისიპოსტი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ქუთაისიპოსტი  აგრძელებს იმერეთის მუნიციპალიტეტებში ვიდეობლოგების წარმოებას, სახელწოდებით “მოქალაქის ხმა”.

ვიდეობლოგებში ნაჩვენები იქნება სოფლად მცხოვრები მოქალაქეების მთავარი სათქმელი, როგორც ხელისუფლების, ასევე, სოფელში არსებული პრობლემების მიმართ.

ვიდეობლოგები მომზადდება თვეში სამჯერ თითოეული მინიციპალიტეტიდან, რუბრიკის “ხალხი და ხელისუფლება პირისპირ” ფარგლებში.

რუბრიკის მიზანია, მოქალაქეებისთვის გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობების გაზრდა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება, ღია და ანგარიშვალდებული მმართველობის მონიტორინგი.

რუბრიკის ფარგლებში, ყოველი თვის ბოლოს კი იმერეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში მოეწყობა მრგვალი მაგიდა/საჯარო შეხვედრა. შეხვედრაში სახელწოდებით “უპასუხე ხალხს” მონაწილეობას მიიღებენ კონკრეტული მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები, ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს იქნება მოსახლეობისა და ხელისუფლების შეხევდრა პირისპირ.

მრგვალი მაგიდა იქნება შესაძლებლობა, მოქალაქეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსვან კონკრეტული კითხვები და მიიღონ კონკრეტული პასუხები, რაც შესაძლებლობას მისცემთ დაისახონ პრობლემების მოგვარების გზები.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ამბობს რომ მათი მთავარი პრობლემა წყალია, წლებია სოფელ ტელეფას წყალი არ მიეწოდება.