გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ხევის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა

1165

ქალაქ გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ხევის გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. 

წლების განმავლობაში ახტალიდან მონადენი ტალახი და წყალი ერთ ადგილზე გროვდებოდა და ანტისანიტარიას ქმნიდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, სიმონ ქოჩორაშვილის განმარტებით, 9 აპრილის ქუჩის მაცხოვრებლებს დიდი ხნის პრობლემა მოუგვარდათ.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.