გორი-უფლიისციხის გზაზე ასფალტი ჩაინგრა. ფაქტი სოფელ ხიდისთავში მოხდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
გზის დაზიანების მიზეზი, ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, ხრეშით დატვირთული მანქანების მოძრაობა გახდა. ასფალტის ქვეშ სანიაღვრე არხი გადის.
“სამი დღის წინ შეეტყო გზას დაზიანება და საბოლოოდ გუშინ ღამით ჩაინგრა. ადგილზე მუშაობს საგზაო დეპარტამენტი, მათი თქმით პრობლემას სავარაუდოდ ერთ დღეში მოაგვარებენ,” – აცხადებენ ადგილობრივები.
საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, დაზიანებული საფარის ქვეშ ახალი მილი დამონტაჟდება.