მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. გამგეობის ინფორმაციით, გზის სრული რეაბილიტაცია ამჯერად ოქროყანაში მეფუტკრეობის ქუჩაზე მიმდინარეობს.
მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 2 500 კვ.მ ფართობზე დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური, ტროტუარები და სანიაღვრე ქსელი.
„აღნიშნულ მისამართზე მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტი არასდროს ჩატარებულა. შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას მოუგვარდება გადაადგილების პრობლემა. ჩვენ ინტენსიურად განვაგრძობთ შემოერთებულ ტერიტორიებზე მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ.
საგზაო სამუშაოებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 250 000 ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურულ პროექტს კომპანია „პარმა“ ასრულებს.
მთაწმინდის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. გზის სრული…
Posted by მთაწმინდის რაიონის გამგეობა on ორშაბათი, 09 მარტი, 2020