პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, მცხეთაში, სოფელ მუხრანში მდებარე წყლის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 25 წლიანი ლიცენზია აუქციონზე გაიცემა.
ელექტრონული აუქციონი 11 მარტს დასრულდება. ლიცენზიის საწყისი ფასი 1 551 396 ლარია.
წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სალიცენზიო პირობების თანახმად, პოტენციურმა ინვესტორმა ლიცენზიის მიღებიდან არაუმეტეს ორი წლის ვადაში უნდა განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა, მტკნარი წყლის მარაგების გამოთვლა და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დასამტკიცებლად შესაბამის ორგანოში მარაგების ანგარიშის წარდგენა. ასევე, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში მიწისქვეშა მტკნარი წყლის შესწავლისა და ჩამოსხმის მიზნით განახორციელოს არანაკლებ 3 500 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია.
ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, პოტენციური ინვესტორმა საქართველოს არანაკლებ 10 მოქალაქე უნდა დაასაქმოს.