გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, წყალტუბოს მუნიციაპლიტეტის სოფელ თერნალში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაოების შედეგად, შეიცვალა მოძველებული მილები, მოეწყო სრულიად ახალი წყლის სისტემა და მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა. ასევე, დასრულდა აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება. მათივე ინფორმაციით, სოფელში არსებული ამორტიზებული სისტემის გამო, ხშირი იყო დაზიანებები და წყლის დანაკარგები. „სამუშაოების შედეგად, პრობლემები სრულად აღმოიფხვრა. ხვალიდან, ადგილობრივი მოსახლეობა გრაფიკიდან სტაბილურ წყალმომარაგებაზე გადავა“, - აცხადებენ მუნიციპალიტეტის...
თბილისის ღამის ეკონიმიკა, ანუ ე.წ. თბილისის ღამის მერია, კორონავირუსის გამო მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრებს დროებით შეწყვეტს. ამის შესახებ მათ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დაწერეს. "კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გამო, ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრები მოქალაქეებთან დროებით შეჩერებულია. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, ღამის ეკონომიკის ფეისბუქ გვერდის მეშვეობით მოგვმართოთ. ვუერთდებით რეკომენდაციას, რომ მოქალაქეებმა თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და მიიღონ პრევენციული ზომები კორონავირუსისგან...
გორის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. "საქართველოს პრემიერ მინისტრის რეკომენდაციით, 13 მარტიდან გორის მუნიციპალიტეტის მერია შესაძლებლობის ფარგლებში დისტანციურ შრომის რეჟიმზე გადადის. აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეამცირებს შრომის ეფექტიანობას. მოქალაქეებს შეუზღუდავად მიეწოდებათ ყველა მუნიციპალური სერვისი. მიღებული გადაწყვეტილება არ ეხებათ უწყების ხელმძღვანელ პირებსა და იმ თანამშრომლებს, რომელთა დისტანციურ შრომის რეჟიმზე გადასვლა ზიანს მიაყენებს უწყების საქმიანობას. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ" - განმარტავენ უწყებაში. მერიის...
video
ბორჯომში, სოფელ ყვიბისში, სასმელ წყალს ვერ იყენებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ონკანებიდან ყავისფერი შეფერილობის წყალი მოდის. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემები ყვიბისელებს ყოველ გაზაფხულზე აწუხებთ. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა მაშინაა, როცა წვიმს. დაბინძურებული წყლის ფოტოები და ვიდეო „სამხრეთის კარიბჭეს“ ბორჯომის საკრებულოს დეპუტატმა ბაკურ გელაშვილმა მიაწოდა. „ამ პრობლემის შესახებ ყველამ იცის და მიმართვიანობას აზრი არ აქვს. ყოველ გაზაფხულზე ასეა“,– ამბობს ბაკურ გელაშვილი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია-მოწყობას განაგრძობს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, კანალიზაციის სრულიად ახალი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს დუშეთში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, სადაც ათეული წლების განმავლობაში სისტემა ამორტიზებული იყო. „პროექტი ითვალისწინებს არსებული, ძველი ქსელის ახლით ჩანაცვლებას, სამუშაოების დასრულების შემდეგ გზის დაზიანებული მონაკვეთის მოასფალტება დაიწყება. სამუშაოებს კომპანია მარტის ბოლოს დაასრულებს. შედეგად, ტაბიძის ქუჩის მცხოვრებლები წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა , მერის მოადგილე დავით ფხოველიშვილმა და საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ ხუციშვილმა დღეს ზემო ქედში, ე. წ. გერმანელების უბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ორ ეტაპად მიმდინარეობდა, დასკვნით ეტაპზეა და ის უახლოეს მომავალში დასრულდება. სამუშაოების ფარგლებში 1 770 მ გზის მონაკვეთზე დაიგო ასფალტის საფარი, გაკეთდა მიერთებები...
video
ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წყნეთში,ორ მისამართზე მრავალბინიანი სახლების გადახურვა რეაბილიტირდა. სახურავების განახლების პროექტები თამარ მეფის N23-ში და გაგრის N8-ში ამხანაგობების მომართვიანობის საფუძველზე განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში, ახალი წყალსაწრეტი მილებიც დამონტაჟდა. ორივე პროექტის ღირებულება 80 000 ლარზე მეტს შეადგენს.  
ბორჯომისა და ნინოწმინდის მერიები კორონავირუსის პანდემიის გამო, დისტანციურ მუშაობაზე გადადიან. ისინი ადმინისტრაციულ შენობებში რჩებიან, თუმცა მოქალაქეებთან მობილურითა და ინტერნეტის საშუალებით იკონტაქტებენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  დღეიდან, 12 მარტიდან ბორჯომისა და ნინოწმინდის თვითმმართველობამ მოქალაქეებთან ურთიერთობის პირობები შეცვალა. „მოქალაქეებთან კავშირი გვექნება სატელეფონო ზარებითა და შეტყობინებებით. შესაბამისად, ჩვენს საქმიანობასაც ძირითადად ელექტრონულ ფორმატში მოვაქცევთ. სადეზინფექციო სამუშაოებს კი, მუნიციპალიტეტში ხშირად ვატარებთ“,- ამბობს ნინოწმინდის მერი ანივარდ...
13 მარტიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის. ამასთან, მინისტრსა და მის მოადგილეებს აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხებათ და ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. „დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლის გადაწყვეტილება შეეხება ყველას, გარდა იმ თანამშრომლებისა, რომელთა დისტანციური შრომის რეჟიმში გადასვლა სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას ზიანს მიაყენებს“, - განმარტავენ სამინისტროში. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომაზე სახელმწიფო...
სამგორის გამგეობა რაიონში, სამხედრო ქალაქში, აბაშვილის ქუჩის N3 კორპუსის მიმდებარედ მასშტაბური პროექტი ხორციელდება. 5 200 კვ.მ ფართობზე მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.  სამგორის გამგების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი, რომელშიც განთავსდება საბავშვო მოედნები, მულტიფუნქციური ატრაქციონი, ფიტნეს ზონა, სკეიტ მოედანი, დასასვენებელი პავილიონები, ჩოგბურთის მაგიდა, საქანელა სკამები, სკამები და ურნები. "ჰიდროთესვის პრინციპით ბალახი დაითესება და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი. სავალი ბილიკები ტრავერტინის...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.  "ბოლო სამი თვეა სასმელი და სარწყავი წყალი არ გვაქვს. არ ვიცით, დასალევად რა გამოვიყენოთ. სარწყავი წყლის არარსებობის გამო კი, სათბურებში დარგული ბოსტნეულის ნერგები გვიხმება”, – განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ, იზა მაჭარაშვილმა. აქციის მონაწილეებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა. ჯონდო მდივნიშვილის განმარტებით,...
ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის თხოვნით, ფონდს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა მიმართა. პროექტი ითვალისწინებს ტობავარჩხილის ტბამდე ამორტიზებული საავტომობილო გზის მოწესრიგებას. მისი სიგრძე დაახლოებით 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი - 6.5 მეტრი. პროექტის მიხედვით, იგეგმება გრუნტის საფარისა და ლითონის თვალამრიდების მოწყობა. ამასთან ერთად,...
13 მარტს, ქუთაისის რიგით მე-13 სხდომას დაინტერესებული პირები თვალყურს Facebook live-ის საშუალებით ადევნებენ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი წერს.  სხდომის პირდაპირ ტრანსლირებას ქუთაისის საკრებულო Facebook-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით  უზრუნველყოფს. სხდომაზე დასწრება არ იზღუდება, მაგრამ საკრებულო დასწრების მსურველებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  დაიცვან დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები. „ერთის მხრივ არ უნდა დაირღვეს სხდომის საჯაროობის პრინციპი და მეორეს მხრივ, უნდა დავიცვათ პრევენციული...
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ერეკლე მეფის სახელობის ორდენის დაწესების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. ფიქრია ყუშიტაშვილი მიიჩნევს, რომ ორდენის პირველი მფლობელი უნდა გახდეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. "წელს ერეკლე მეფის 300 წლის იუბილეა და გიორგი კალანდიას შესანიშნავი ციკლი აქვს ამ თარიღთან დაკავშირებით, სადაც გააჟღერა, რომ ისტორიული...
წინა სტატია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანში მოსახლეობამ აქცია მეორედ გამართა. ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და საძოვრების გასხვისება გააპროტესტეს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. მათი მტკიცებით, 20 წელია, რაც საიჯარო ხელშეკრულებით საძოვრებს და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებს იყენებენ, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისე გაყიდა ეს ტერიტორია, რომ ადგილობრივებმა ამის შესახებ შემთხვევით გაიგეს. აქციის მონაწილეებს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს და სამართლებრივ დახმარებას დაპირნენ. ოპოზიციონერების გამოჩენამ...
ქალაქ მარნეულში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.  ფონდს შესაბამისი თხოვნით მარნეულის მუნიციპალიტეტმა მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უკვე მომზადებულია.  "პროექტი ითვალისწინებს მაღალი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნის  და 1500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების მოწყობას, რომელიც აკმაყოფილებს ფიფას მეორე კატეგორიის სტადიონის მოთხოვნებს.  სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აშენდება ორსართულიანი შენობა. პირველ სართულზე განთავსდება გასახდელები, მეორე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ