თბილისის ღამის ეკონიმიკა, ანუ ე.წ. თბილისის ღამის მერია, კორონავირუსის გამო მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრებს დროებით შეწყვეტს. ამის შესახებ მათ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დაწერეს.
“კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გამო, ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრები მოქალაქეებთან დროებით შეჩერებულია. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, ღამის ეკონომიკის ფეისბუქ გვერდის მეშვეობით მოგვმართოთ.
ვუერთდებით რეკომენდაციას, რომ მოქალაქეებმა თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და მიიღონ პრევენციული ზომები კორონავირუსისგან თავის დასაცავად”, – წერია განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა, საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა.