ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წყნეთში,ორ მისამართზე მრავალბინიანი სახლების გადახურვა რეაბილიტირდა.
სახურავების განახლების პროექტები თამარ მეფის N23-ში და გაგრის N8-ში ამხანაგობების მომართვიანობის საფუძველზე განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში, ახალი წყალსაწრეტი მილებიც დამონტაჟდა. ორივე პროექტის ღირებულება 80 000 ლარზე მეტს შეადგენს.