რუსთავის ბაგა-ბაღებში არდადეგების პერიოდში გამოუყენებელი საკვები პროდუქტი, ქალაქში არსებულ უფასო სასადილოებს გადაეცა. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, პროდუქტი, რომელიც მალფუჭებადია და მარტის თვეში უნდა გამოყენებულიყო, უფასო სასადილოებზე უკვე გადანაწილდა, არამალფუჭებადი საკვები პროდუქტის გადანაწილების პროცესი კი ხვალ დასრულდება. ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავის სკოლამდელი დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. 21-ივე ბაგა-ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულად ტარდება.
გადავწყვიტეთ, ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, ის არამალფუჭებადი პროდუქტი, რომლებიც მიმდინარე არადადეგების პერიოდში უნდა გამოყენებულიყო ბავშვთა კვებისთვის ბაღებში, მოხმარდეს ისევ ჩვენს პატარებს , - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ კვირას, 15 მარტს  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მშობლები შეძლებენ ეს პროდუქტები სახლში წაიღონ და მათი გამოყენებით მოუმზადონ სადილი ბავშვებს. მისივე თქმით, პროდუქციის ჩამონათვალი შეთანხმებულია დარგის სპეციალისტებთან. „სახელმწიფო და მათ შორის, თბილისის მუნიციპალიტეტი პასუხისმგებლიან ნაბიჯებს...
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას საავტომობილო გზის 1 კმ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც სამტრედია-გრიგოლეთის ახალ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს შეუერთდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიწის, ექსკავაციისა და ფრეზირების სამუშაოები მიმდინარეობს. „აღნიშნული მონაკვეთის, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან დაერთება უზრუნველყოფს, არსებული საავტომობილო გზიდან სატრანზიტო მოძრაობის გადართვას, ახლად აშენებული სამტრედია-გრიგოლეთის მეორე (სიგრძით 14 კმ) მონაკვეთზე ლანჩხუთამდე. სამტრედია-გრიგოლეთის გზის, ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთზე მოძრაობის გახსნა...
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათი ცნობთ, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობა. „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების ასფალტირების სამუშაოები. პროექტის სახელშეკრულებო თანხაა 799 998ლარი. დაწყება-დასრულების ვადებია: 07/03/2020- 04/08/2020წწ. ცაგერში დასრულების პროცესშია კეჭნარის სკვერის სამუშაოები. მოეწყო საფეხმავლო ბილიკები,...
რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, რუსთავის მერია ადგილობრივ მეწარმეებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოსაკრებლისგან დროებით გაათავისუფლებს. „მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის ფონზე, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო, რუსთავის მერიამ საკრებულოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი მეწარმეები და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული პირები, გარკვეული დროით, გათავისუფლდებიან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ადგილობრივი მოსაკრებლის გადასახადისგან”, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ. მათი ცნობით, გადაწყვეტილებას, თუ...
შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის მუნიციპალიტეტში კოოპერატივმა „ახალგაზრდა ფერმერმა“ მერძეული მიმართულების მესაქონლეობის ფერმა ააშენა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ფერმის ასაშენებლად 700,000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც 300,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 60,000 ლარი პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმისგან“ მიღებული გრანტი. მათივე ინფორმაციით, კოოპერატივს მეურნეობაში დასაქმებული ყავს 6 ადგილობრივი ადამიანი და მის მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. ფერმაში ამჟამად 50 სული მერძეული მაღალპროდუქტიული...
საბურთალოს რაიონში, გოდერძი ჩოხელის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 317 გრძივ მეტრზე ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყო. აგრეთვე, მოეწყო ბორდიური და 1 690 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. მათივე ინფორმაციით, დასრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა. „ჩოხელის ქუჩაზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, რადგან ასფალტის საფარი ამ დრომდე არ ყოფილა. მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა...
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისში, მუნიციპალური სასადილოთი მოსარგებლე პირებს უფასო სასადილოებში ადგილზე კვება დროებით შეეზღუდათ. მერიაში აცხადებენ, რომ მოქალაქეები კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის, მათთვის განკუთვნილი საკვების, მხოლოდ გატანის სერვისით ისარგებლებენ. მათივე თქმით, მუნიციპალური სასადილოთი მოსარგებლე ადამიანებს, საკვების გატანა დღეში ერთხელ 2 საათამდე შეუძლიათ. რაც შეეხება ულუფას, ულუფის მოცულობა არ იცვლება და მოქალაქეები იმ ოდენობას, რაც მათთვის სასადილოში, ადგილზე კვებისთვისაც იყო განსაზღვრული, სახლში წაიღებენ. რაც...
ბატონო კახა, თბილისის ისტორიული უბნების ფასეულობათა შენარჩუნება და მათი ყოველმხრივი განვითარება ქალაქის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია - ამაზე სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების მიერ ბევრჯერაა ნათქვამი, თუმცა, ძველი ქალაქის უბნების მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა, მათი განვითარება ისევ ფერხდება. საბინაო პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ამ უბნების განვითარების უმნიშვნელოვანესი ასპექტი მათში საზოგადოებრივი სივრცეების აღდგენა-მოწესრიგებაა. საზოგადოებრივ სივრცეთა გამართული ფუნქციონირების გარეშე შეუძლებელია თანამედროვე დიდი ქალაქის ჯანსაღი ცხოვრება, რადგან...
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კორონავირუსის გამო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც მიმდინარე წლის მაისში უნდა გამართულიყო, 12 თვით გადადო. ამის შესახებ The Daily Telegraph წერს. გამოცემის ცნობით, ჯონსონს არჩევნების გადადების რეკომენდაციით საარჩევნო კომისიამ მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ამ წინადადებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა, პრემიერი მას დაეთანხმა. საარჩევნო კომისიაში ფიქრობენ, რომ არჩევნები, სავარაუდოდ, კორონავირუსის გავრცელების პიკს დაემთხვევა, რის გამოც ბრიტანელების დიდი ნაწილი კენჭისყრაში მონაწილეობას ვერ შეძლებს. ადგილობრივი თვითმმართველობის,...
მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკთან, დროებით შეჩერებულია მარტსა და აპრილში დაგეგმილი ყველა სპორტული აქტივობა, - აცხადებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. ამასთან, მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო შეკრებებიდან გამოწვეულია ყველა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდი. სპორტსმენები სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდებიან და აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ თვითიზოლაციის რეჟიმში გადადიან. „პარალელურად, დაგეგმილი ტურნირები და მატჩები გადადეს საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციებმა. ევროპული...
საბურთალოს რაიონში, თოფურიძისა და მაჭავარიანის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები სრულდება. გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ბორდიური და საფეხმავლო ბილიკი მოეწყო, ახლა კი, 1 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.  „ვაშლიჯვრის მოსახლეობისთვის აღნიშნული მონაკვეთის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გზა დაზიანებული იყო. აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ შეუზღუდავად იმოძრავებს. ასევე, ახალი საფეხმავლო ბილიკიც მოეწყო, რათა მოსახლეობამ  უსაფრთხოდ...
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამების ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა კახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის სამხარეო ადმინისტრაციებში სამუშაო შეხვედრები გამართეს.  შეხვედრებში მონაწილეობდნენ - სამხარეო ადმინისტრაციების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს და იმსჯელეს პროგრამით გათვალისწინებულ იმ ახალ მიდგომებზე, რომელიც საპროექტო წინადადებების შემუშავების მეთოდოლოგიას, წარდგენილი პროექტების შეფასების კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს უკავშირდება. მუნიციპალიტეტების მხრიდან საპროექტო წინადადებებთან...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში სკოლის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოებისთვის 1 080 000 ლარი იხარჯება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა 60 ბავშვზეა გათვლილი. სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულდეს. "საგანმანათლებლო დაწესებულება დაწყებითი საფეხურის კლასების (I-IV კლასი) მოსწავლეებს მოემსახურება. ამ ეტაპზე სოფელში შესაბამისი ასაკის 40 - მდე ბავშვი ცხოვრობს. მათი დიდი უმრავლესობა მეზობელ სოფლების ან გორის საჯარო სკოლებით სარგებლობს. ადგილობრივები აღნიშნულის მიზეზად სოფელში მოქმედი საჯარო სკოლის შენობის...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გასულ წელს 2 ბინა იყიდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. მიხეილ გოგინაშვილმა საცხოვრებელი ფართი თბილისში, 66 კვ. მ-ზე ბელიაშვილის ქუჩაზე 79 560 ლარად შეიძინა, ამავე ქუჩაზე, 44 კვ. ბინაში კი 53160 ლარი გადაიხადა. მაშინ როცა, შემოსავალი მიხეილ გოგინაშვილს ქონებრივი დეკლარაციაში მხოლოდ ხელფასიდან უფიქსირდება. ფრაქციის თავმდჯომარეობიდან მან 2019 წელს 19 200 ლარი მიიღო, აღნიშნულ უძრავ ქონებაში კი გასული...
წინა სტატია კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით თელავის ისტორიულმა მუზეუმმა მუშაობა დროებით შეაჩერა. როგორც ისტორიულ მუზეუმში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მიღებული ახალი რეკომენდაციების საფუძველზე, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება. მუზეუმშ მუშაობას 1 აპრილის შემდეგ გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ტავდაპირველად მუზეუმი მუშაობის გაგრძელებას 16 მარტის შემდეგ აანონსებდა.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ