გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში სკოლის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოებისთვის 1 080 000 ლარი იხარჯება.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა 60 ბავშვზეა გათვლილი. სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულდეს.
“საგანმანათლებლო დაწესებულება დაწყებითი საფეხურის კლასების (I-IV კლასი) მოსწავლეებს მოემსახურება. ამ ეტაპზე სოფელში შესაბამისი ასაკის 40 – მდე ბავშვი ცხოვრობს. მათი დიდი უმრავლესობა მეზობელ სოფლების ან გორის საჯარო სკოლებით სარგებლობს. ადგილობრივები აღნიშნულის მიზეზად სოფელში მოქმედი საჯარო სკოლის შენობის გაუმართაობას ასახელებენ,” – აცხადებენ მერიაში.