საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას საავტომობილო გზის 1 კმ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც სამტრედია-გრიგოლეთის ახალ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს შეუერთდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიწის, ექსკავაციისა და ფრეზირების სამუშაოები მიმდინარეობს.
„აღნიშნული მონაკვეთის, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან დაერთება უზრუნველყოფს, არსებული საავტომობილო გზიდან სატრანზიტო მოძრაობის გადართვას, ახლად აშენებული სამტრედია-გრიგოლეთის მეორე (სიგრძით 14 კმ) მონაკვეთზე ლანჩხუთამდე. სამტრედია-გრიგოლეთის გზის, ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთზე მოძრაობის გახსნა მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, საავტომობილო ტრანსპორტის ძირითადი ნაწილი არ გამოიყენებს ჯაპანას სარკინიგზო გადასასვლელს, რომელიც მნიშვნელოვნად აფერებს საავტომობილო მოძრაობას და გვერდს აუვლის სოფლების ჟაპანა, ქვიანი, ჭყონაგორა, ნიგოითი, ზემო და ქვემო შუხუთის მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთებს, რითაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესდება ამ სოფლების მაცხოვრებელთა საყოფაცხოვრებო, ეკოლოგიური და უსაფრთხოების პირობები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინასდება და მისი ღირებულება 997777 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან დაერთება უზრუნველყოფს, არსებული საავტომობილო გზიდან სატრანზიტო მოძრაობის გადართვას, ახლად აშენებული სამტრედია-გრიგოლეთის მეორე (სიგრძით 14 კმ) მონაკვეთზე ლანჩხუთამდე. სამტრედია-გრიგოლეთის გზის, ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთზე მოძრაობის გახსნა მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინასდება და მისი ღირებულება 997 777 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.