შემდეგი სტატია ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. "მიუხედავად იმისა რომ ბევრი ღონისძიება უკვე მიღებულია და გაგრძელდება, საქართველოს მთავრობა და მე დღეს მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთი თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე", - განაცხადა გახარიამ. გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას გადაწყვეტილებით, 25 მარტიდან, სახელმწიფო საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას შეძლებენ. კომპანია, რომელიც საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებდა, საბავშვო ბაღებისთვის პროდუქტის მიწოდებას უზრუნველყოფს, რის შემდეგაც საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები სასურსათო პროდუქტების მიღებას მათივე ბაღებიდან შეძლებენ. „პროდუქტის გაცემის დროს დაცული იქნება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აუცილებელი ზომები. მშობლებთან კომუნიკაციას აწარმოებენ ბაღების ადმინისტრაციები, შედგება გაცემის გრაფიკი, რათა თავიდან იქნას აცილებული მოქალაქეთა...
თბილისის მერის ინიციატივა, ყველა აღსაზრდელისთვის განკუთვნილი პროდუქტების პაკეტის გადაცემის თაობაზე, განხორციელების პროცესშია. პროდუქტების გაცემა ბაღებში 19 მარტს დაიწყო და როგორც ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ ყველა განცხადებაშია აღნიშნული, პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობს. საკვები პროდუქტები გადაეცემა, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, ყველა აღსაზრდელის ოჯახს, ვინც, ამის სურვილი გამოთქვა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დედაქალაქში ფუნქციონირებს 181 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას 61 000 ბავშვი იღებს. პროდუქტების გადაცემისას, ადგილზე...
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ქვეყანაში სურსათის წარმოების და იმპორტის, არსებული მარაგებისა და ფასების კუთხით არსებული ვითარება განიხილა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში, მოსახლეობისთვის სურსათის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, მინისტრმა მოადგილეებს კონკრეტული მიმართულებების მონიტორინგი და კონტროლი დაავალა. უწყების ცნობით, ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრემიერთან არსებული საკოორდინაციო...
მარნეულის კულტურის ცენტრი დისტანციური აქტივობების დანერგვას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრის დირექტორმა ნატო შავიშვილმა მოგვაწოდა და თქვა, რომ კორონავირუსის გამო, ისინი ახლა უკვე ონალინ ეცდებიან საკუთარი აუდიტორიის გახალისებას და შემეცნებითი პროექტების დანერგვას. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. "რა თქმა უნდა, თავდაპირველად ეს იქნება სატესტო რეჟიმი. ვფიქრობთ, რომ კარგი გამოვა და გამოცდილებასაც მივიღებთ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო დავხვეწოთ. ჩვენ დავუდგებით ჩვენს თანამემამულეებს...
თბილისის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს თბილისის მერის მაოდგილე ილია ელოშვილმა და წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანი ქალაქ თბილისის მასშტაბით, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და ვირუსით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით, უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა. მემორანდუმის თანახმად, თბილისის მერიის ბაზაში რეგისტრირებული მოხალისეები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადდებიან....
საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებს, სასურსათო პროდუქტების მიღება მათივე ბაღებიდან სამი დღის განმავლობაში შეუძლიათ. კორონავირუსის გავრცელების გამო, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეჩერებულია. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ის არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც ბავშვთა კვებისთვის ბაღებში უნდა გამოყენებულიყო, ისევ პატარებს მოხმარდება.
მარნეულის წითელი ჯვარი ახალ კორონავირუსის პრევენციის მიზნით საინფორმაციო  კამპანიებს გეგმავს და მერიას მოხალისეების დატრენინგებაში დაეხმარება. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.  „როგორც სხვა დანარჩენი ფილიალები მარნეულის ფილიალიც უერთდება (covid-19)-ის პრევენციულ ღონისძიებებს და მარნეულში ვატარებთ საინფორმაციო კამპანიებს, რომლის დროსაც მოხალისეები მოსახლეობას და სხვადასხვა დაწესებულებებს სამენოვან საინფორმაციო ფლაერებს ურიგებენ ახალი კორონავირუსის შესახებ,“ - თქვა წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალის თავმჯდომარემ ნანა ტალახაძემ და აღნიშნა, რომ ...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, მერის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მოქალაქეთა მიღება გაუქმდა. თუ აქამდე მერთან შეხვედრა მოსახლეობას კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით, 14:00-დან 17:00-საათამდე შეეძლო, ახლა მათ მხოლოდ კანცელარიაში აქვთ შესაძლებლობა სათქმელი წერილობით დატოვონ. მერიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც უწყება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, კანცელარიაში მოქალაქეთა მხრიდან სულ 615 წერილი შევიდა. მოქალაქეთა მიღება შეჩერებულია გუბერნატორთანაც.სამხარეო ადმინისტრაციაშიც კონსულტაცია დისტანციურად ხორციელდება. პარალელურად, გუბერნიაში მოქმედებს ცხელი ხაზი,...
ქუთაისის მერია მცირე და საშუალო მეწარმეებს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს. ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების და ბენზინგასამართი სადგურების გარდა, მუშაობა დროებით უნდა შეწყვიტოს ყველა სხვა სახის დაწესებულებამ და ობიექტმა და აქედან გამომდინარე, ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, ამ ობიექტებს დროებით შეუჩერდებათ საიჯარო გადასახადი. ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მოსახლეობის დაცვასთან ერთად...
ჩვენ არავის დავტოვებთ ამ პრობლემების პირისპირ. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ხელფასებთან დაკავშირებით მიკროავტობუსების მძღოლების მოთხოვნის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა, სახელმწიფოს მხრიდან რა დახმარებები განხორციელდება ეკონომიკური მიმართულებით. „დღეს ვიმყოფებით განსაკუთრებულ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და ჩვენი არსებული მდგომარეობა გავლენას იქონიებს ჩვენს ეკონომიკაზე, ისევე როგორც მსოფლიო ეკონომიკაზე....
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ საჭიროება იქნება, მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილებასაც მიიღებს. როგორც კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის. „გუშინ გაჟღერდა თუ რა უნდა დაიხუროს და რომელ მაღაზიებს ეძლევათ მუშაობის შესაძლებობა. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, დღეს ეს გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის, თუმცა, თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს სრული ინფორმაცია და ვაკვირდებით...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ საჭიროება იქნება, მერია უსახლკაროებისთვის სპეციალურ, დროებით თავშესაფრებს შექმნის. როგორც კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დღეის მდგომარეობით ამის საჭიროება არ დგას, რადგან ლილოში განთავსებული მერიის მუნიციპალური თავშესაფარი თითქმის ცარიელია. „ჩვენ გვაქვს ლილოს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა განვათავსოთ ლილოს თავშესაფარში. სანამ მათი შესახლება მოხდება, განხორციელდება სრული შემოწმება, რომ ყველანაირად დაზღვეულები ვიყოთ. თუ იქნება აუცილებლობა და...
დედაქლაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შემთხვევა, რომ საბავშვო ბაღში აღსაზრდელებისთვის განკუთვილი პროდუქტი არ იყოს, არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც 176-ე ბაღში პროდუქტების არქონის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. „არც ერთი ასეთი შემთხვევა არ ფიქსირდება. ყველა ბაღის აღსაზრდელის მშობელს ექნება შესაძლებლობა მობრძანდეს და მიიღოს ბავშვისთვის განკუთვნილი რაციონი. ორ კვირაში ერთხელ ექნებათ ამ საკვების სახლში წაღების შესაძლებლობა“,- განაცხადა კალაძე. თბილისის მერმა...
რუსთავში მოხალისე stopper-ები, ხანდაზმულ და რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს პროდუქტით და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით მომარაგებაში დაეხმარებიან. მოხალისეთა ონლაინ რეგისტრაცია რუსთავის მერიამ რამოდენიმე დღის წინ გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.  მოხალისე-stopper-ები  რუსთავის 10 ტერიტორიულ ერთეულზე გადანაწილდებიან და რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების მიხედვით მოემსახურებიან რუსთაველებს. მოხალისეთა მომსახურება მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს ატარებს, რაც საჭიროების შემთხვევაში, მხლოდ გაგზავნის და მოთხოვნილი პროდუქტის, თუ...
ახალი კორონავირუსიის გავრცელების პრევენციის მიზნით,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ჩასატარებელი სხდომების ელექტრონულ ფორმატით გამართვას გეგმავს და ამისთვის სამართლებრივი საფუძველის შემუშავებაზე მსჯელობს. ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.  „ვითვალისწინებთ რეკომენდაციებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისად,  მზად ვართ აქტიურად გამოვიყენოთ  ელექტრონული მექანიზმები საკრებულოს საქმიანობის წარმართვისთვის,“- ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია აცხადებს. 19 მარტს საკრებულოს ბიურომ, საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას ინიცირებულ საკითხზე, რეგლამენტში ცვლილებების ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ