ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, მერის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მოქალაქეთა მიღება გაუქმდა.
თუ აქამდე მერთან შეხვედრა მოსახლეობას კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით, 14:00-დან 17:00-საათამდე შეეძლო, ახლა მათ მხოლოდ კანცელარიაში აქვთ შესაძლებლობა სათქმელი წერილობით დატოვონ. მერიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც უწყება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, კანცელარიაში მოქალაქეთა მხრიდან სულ 615 წერილი შევიდა.
მოქალაქეთა მიღება შეჩერებულია გუბერნატორთანაც.სამხარეო ადმინისტრაციაშიც კონსულტაცია დისტანციურად ხორციელდება. პარალელურად, გუბერნიაში მოქმედებს ცხელი ხაზი, (0 32 2 28 57 00), რომლის გამოყენებაც მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ.