ხულოს მერიის მუნიციპალური საბავშვო ბაღებიდან არამალფუჭებადი პროდუქტების გაცემა დაიწყო

581

საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლებს, სასურსათო პროდუქტების მიღება მათივე ბაღებიდან სამი დღის განმავლობაში შეუძლიათ.

კორონავირუსის გავრცელების გამო, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეჩერებულია.

ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ის არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც ბავშვთა კვებისთვის ბაღებში უნდა გამოყენებულიყო, ისევ პატარებს მოხმარდება.