კალაძე: ჩვენ არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ

475

ჩვენ არავის დავტოვებთ ამ პრობლემების პირისპირ. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ხელფასებთან დაკავშირებით მიკროავტობუსების მძღოლების მოთხოვნის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა, სახელმწიფოს მხრიდან რა დახმარებები განხორციელდება ეკონომიკური მიმართულებით.

„დღეს ვიმყოფებით განსაკუთრებულ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და ჩვენი არსებული მდგომარეობა გავლენას იქონიებს ჩვენს ეკონომიკაზე, ისევე როგორც მსოფლიო ეკონომიკაზე. ჩვენ არავის დავტოვებთ ამ პრობლემების პირისპირ, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა. თქვენ იცით, რომ არსებობს საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს. მიმდინარეობს ყოველდღიური მსჯელობები და თუ რა დახმარებები იქნება ეკონომიკური მიმართულებით იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესს და ადამიანებს, ეს ყველაფერი იქნება გაჟღერებული“,- განაცხადა კალაძემ.