უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტაქსის მძღოლებს, მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ პერიოდში, მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს
"მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით. მოვუწოდებთ თბილისში მომსახურე ტაქსის მძღოლებს, მკაცრად დაიცვან ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რომელსაც ვირუსის პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭო გასცემს.
ასევე, კიდევ ერთხელ...
პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები მცირეწლოვან ბავშვებთან მარტო დარჩენილ მშობლებს ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ სახლებში მიუტანა.
პანდემიასთან ბრძოლის გამო ქვვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში მთელი რიგი ღონისძიებები ტარდება, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები.
ჩვენ უკვე დავურიგეთ საკვები 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოქალაქეებს, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს. ყოველდღიურ სადილს იღებენ „მადლიერების სახლის“ ბენეფიციარები. დღეს კი, სასურსათე ამანათები მარტოხელა მშობლებს მივუტანეთ“- აცხადებს ქუთაისის მერის...
ქალაქის ოცდაერთივე საბავშვო ბაღში, სურსათის გაცემის პროცესი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს. საკვები პირველ ეტაპზე 950 ბენეფიციარს, კერძოდ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს და მარტოხელა დედებს გადაეცემათ.
"ამ ეტაპზე ყველაზე მოწყვლადი ჯგუფიდან დავიწყეთ. ესენი არიან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, მარჩენალდაკარგული ოჯახები. რაც შეეხებათ დანარჩენ ბავშვებს, ის თანხა, რომელიც მათი კვებისთვის იყო განსაზღვრული, შენახულია, არანაირი კლება არ განუცდია და როცა...
თბილისის მერი კახა კალაძე სასულიერო პირებს სთხოვს, მრევლს აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომანდაციები არავის რწმენას შეურაცხყოფს.
როგორც კალაძემ განაცხადა, მსოფლიოში არსებული პანდემიის ფონზე, ვირუსთან ბრძოლაში ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს.
„საგანგებო მდგომარეობაში ყოფნა ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, აბსოლუტურად ყველა, დაცული იყოს დაავადებისგან და ხელი შეუწყოს ამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიმართულ ზომებს. ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა სიტუაციის მართვა და მოსახლეობაზე ზრუნვა,...
წყალმომარაგების კომპანიამ, აზიის განითარების ბანკის (ADB) მარდაჭერით ქუთაისის წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ფაზა დაასრულა.
წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, პროექტის განხორციელების შედეგად, ქალაქის ისტორიაში პირველად, 200 ათასი მაცხოვრებელი 24 საათიან წყლის მიწოდებაზე გადავიდა.
პროექტის ფარგლებში, აშენდა გოდოგანზე ორი და მუხრანში ერთი რეზერვუარი. ასევე, მოეწყო სამი სატუმბი სადგური. გაკეთდა 18 კმ წყლის მაგისტრალური მილსადენი და 300 კმ შიდა გამანაწილებელი ქსელი.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 80 მილიონ ლარზე მეტი...
შემდეგი სტატია
აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის განმეორებით არჩევნებში ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა ხმების 56,5%-ით. ამის შესახებ ოქმების 100%-ის შედეგებზე დაყრდნობით, სააგენტო "ტასს" აცნობა დეფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა.
დეფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა, ადგურ არძინბამ ხმების 35,42% მიიღო, ყოფილმა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლეონიდ ძაპშბამ 2,22%.
ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, 22 მარტს ჩატარებულ განმეორებით „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ამომრჩეველთა...
რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველის, სოზარ სუბარის განცხადებით, იმისათვის, რომ მარნეულსა და ბოლნისში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები არ შეფერხდეს, სოციალური დისტანცირების დაცვით მოხდება ადამიანების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გასვლა და მუშაობა.
ამის შესახებ მან საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის ახლა არის ყველაზე დაძაბული პერიოდი და ვაკეთებთ ისე, რომ არ შეექმნას მოსახლეობას საფრთხე და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები არ ჩავარდეს. ამისთვის მათ ექნებათ საშუალება, წავიდნენ მინდორში. ოღონდ...
მარნეულის და ბოლნისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შსს
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მარნეულის და ბოლნისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შსს.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულის და ბოლნისის რაიონები გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე, რაც სამართლებრივად ნიშნავს შემდეგს:
დღეიდან მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში იზღუდება შესვლა-გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენტების, საკვების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის...
სრული სიმშვიდეა, ყველაფერი დაკეტილია იმ აუცილებელი ობიექტების გარდა, რომლებიც განსაზღვრული იყო, რომ არ უნდა დაკეტილიყო, - ამის შესახებ პრემიერმინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა, ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.
მისი თქმით, მუშაობს მხოლოდ პურის საცხობი, სასურსათო მაღაზია და ბანკი. სხვა ყველაფერი კი დაკეტილია.
„ადამიანებს საშუალება ეძლევათ, საველე სამუშაოებზე გასვლის, მაგრამ ძალიან მკაცრი წესების დაცვით. მანქანაში არ უნდა იყოს ორ ადამიანზე მეტი. არ...
მარნეულში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საველე ჰოსპიტალი მოაწყო.
მარნეულსა და ბოლნისში საველე ჰოსპიტალების მოწყობა საგანგებო სიტუაციების სამსახურს მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაევალა.
"საველე ჰოსპიტალის გარდა, ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან. შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები ჩაატარებენ,"-...
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამართალდამცველებისა და მედიკოსები გარდა, სპეციალური ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტებს პროდუქტით მოამარაგებს.
როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და უბნის ექიმები გაუწევენ ზედამხედველობას.
პრემიერის ინფორმაციითვე, „ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ტესტირების სპეციალური პროგრამა დაიწყოს“.
„დღეის მდგომარეობით შექმნილია სპეციალური ჯგუფი არა მხოლოდ მედიკოსების, არამედ სამართალდამცველების, რომლებმაც...
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. ამის მიზეზი გახდა მარნეულში ერთ-ერთი ქალის ახალი კორონავირუსით (COVID-19) დაინფიცირება, რომლის დაინფიცირების წყაროც ამ დრომდე ვერ დგინდება. განცხადება ამ ორი მუნიციპალიტეტის კარანტინზე გადასვლის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა.
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში იკრძალება შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტების, კრიტიკული...
წინა სტატია
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანია გაგრძელდება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს.
როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა, ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.
"ოთხმა ახალგაზრდამ სოციალურ ქსელში წამოიწყო ძალიან კარგი კამპანია „დავეხმაროთ მოხუცებს“, რომლის ფარგლებშიც 600-მდე ხანდაზმულს დავეხმარეთ სხვადასხვა პროდუქტით, რომელიც გამგეობის თანამშრომლებისა...
თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნესკომპანიებს მიმართავს, დასაქმებულები სამსახურიდან ხელფასის გარეშე არ დაითხოვონ.
როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა, თავის მხრივ, მთავრობა უახლოეს ხანებში წარადგენს პაკეტს, თუ რა დახმარებას გაუწევს ბიზნესსექტორს.
"მინდა, მივმართო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს: პრემიერმა ისაუბრა ამასთან დაკავშირებით და მეც გავაკეთე განცხადებები, რომ ჩვენ ბიზნესს, ადამიანებს არ დავტოვებთ პირისპირ ამ პრობლემების წინაშე. ორი უდიდესი პრობლემაა: პირველი, რა თქმა უნდა, არის ვირუსთან...
წინა სტატია
115 მომხრე და 2 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერმინისტრმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა შესაბამისი ბრძანება და დეკრეტი გამოსცა.
საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტს 115 ხმით მხარი, ასევე, დაუჭირა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დღეს, 21 მარტს, ამოქმედდა.
COVID-19-ის...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი N1
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
მუხლი 1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების, ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება - უზრუნველყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































