პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები მცირეწლოვან ბავშვებთან მარტო დარჩენილ მშობლებს ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ სახლებში მიუტანა.
პანდემიასთან ბრძოლის გამო ქვვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში მთელი რიგი ღონისძიებები ტარდება, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები.
ჩვენ უკვე დავურიგეთ საკვები 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოქალაქეებს, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს. ყოველდღიურ სადილს იღებენ „მადლიერების სახლის“ ბენეფიციარები. დღეს კი, სასურსათე ამანათები მარტოხელა მშობლებს მივუტანეთ“- აცხადებს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთავძე. სასურსათე ამანათები 30 მარტოხელა მშობელს გადაეცა.