ჭიათურაში, მღვიმევის ქუჩასა და ჯარბელის დასახლებას შორის არსებული ახალი ხიდის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში ყოფილი პრესის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მღვიმევის ქუჩასა და ჯარბელის დასახლებას შორის არსებული ხიდის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, ამორტიზირებულ ხიდს დემონტაჟი ჩაუტარდა და მის ადგილზე ახალი მოეწყობა. ახალი ხიდის სამშენებლო სამუშაოები ჭიათურის მერის მოადგილეებმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დაათვალიერეს. მუნიციპალიტეტის თანამდებობის...
video
დღეს, 25 მარტს, მარნეულში ქუჩებს დეზინფექცია უტარდება. სპეციალური ტექნიკა სადენზინფექციო ხსნარს ქუჩებში ასხავს. დეზინფექციის მომენტში ქუჩაში ხალხი დადის და მანქანა მათ არ ერიდება.  ამ დროისთვის ქალაქში მოსახლეობაც შეინიშნება და ძირითადად ბანკებთან დგანან. როგორც რადიო „მარნეულს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოში უთხრეს, სადენზინფექციო ხსნარი, მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. დეზინფექცია ჩატარდება სოფლებშიც. დაახლოებიით 16:00 საათზე, სპეციალურმა მანქანამ სოფელი საიმერლო შემოიარა. მარნეულშ კარანტიბის მესამე...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მარნეულიდან და ბოლნისიდან პროდუქტები გამოტანა ხდება, თუმცა ის აბსოლუტურად უვნებელი და უსაფრთხოა. „რა თქმა უნდა, პროდუქტი უნდა მოდიოდეს, ხდება კიდეც ამ პროდუქტის გამოტანა. ის აბსოლუტურად უვნებელი და უსაფრთხოა. ეს პროდუქტი ბაზარს უნდა მიეწოდებოდეს. მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ის ადამიანები, ვინც საკარანტინო ზონაში იმყოფებიან, ისინი არ გადაადგილდებიან კარანტინის გარეთ. შესაბამისად, ჩვენ გვექნება ორგანიზებულ სავაჭრო სივრცეზე საუბარი...
„უკვე ვუთიშავთ ყველას. საგანგებო მდგომარეობა 21–ში გამოცხადდა, ხალხს გადასახადი კი 15–ში უნდა გადაეხადათ, თუმცა კიდე ვაცადე რამდენიმე დღე და ვინც არ გადაიხადა ყველას ჩაჭრები დავიწყეთ. ეხლა ვიღაცამ რომ მითხრას საგანგებო მდგომარეობაა და ვერ ვიხდიო ეგაა ზღაპარი, ამ ხალხს თებერვლისა უნდა გადაეხადა და შეღავათი რატომ უნდა გავუწიოთ?!“,- აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი ვასო აბულაძე. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  შეიძლება თუ არა მარტის...
ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩერებულა და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის მონიტორინგსაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთდ პერმანენტულად ახორციელებს. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშოები სოფელ დიმის ჯ. ღვინჯილიას სახელობის საჯარო სკოლის და სოფელ პირველი ობჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამუშაოები. აღნიშნული გზის მონაკვეთზე რკინა ბეტონის საფარი მოეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს....
ხვალ ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დაიწყება, - ამის შესახებ ბათუმის მერიაში განაცხადეს. მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ბათუმის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის, პუშკინის, გოგებაშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებული ყველა ქუჩის დეზინფექცია ჩატარდება. მათივე ცნობით, სპეციალური ხსნარით დამუშავდება, ასევე, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება. სადეზინფექციო სამუშაოები აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, სამინისტროს სპეცტექნიკის საშუალებით, გაფრქვევის მეთოდით განხორციელდება. "მოსახლეობას ვთხოვთ, ხვალ,...
წინა სტატია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოყოფილი ჯგუფები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მასობრივ სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ. როგორც ბოლნისის მერიაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შეწამვლა სპეციალური ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სადეზინფექციო სამუშაოების დაწყებას ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი სოფელ ნახიდურში გაეცნენ. "ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინია გამოცხადებული, ამიტომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე სადეზინფექციო...
სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, ბოლნისის მერია დისტანციურ მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. ბოლნისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კარანტინის მიუხედავად, მერიის გარკვეული სამსახურების თანამშრომლები, მათი მუშაობის სპეციციფიკიდან გამომდინარე, შენობაში მუშაობას მაინც აგრძელებენ. უწყების ცნობით, კორონავირუსის პრევენციისა და საჯარო მოხელეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შპს „დეზ-ეფექტი“-ს თანამშრომლებმა მერიის შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს. „აღსანიშნავია, რომ მერიის შენობაში ასევე დამონტაჟებულია სპეციალური დისპანსერები, სადაც ანტისეპტიკური ხსნარია მოთავსებული. მერიის შენობის...
"სოკარ ჯორჯია გაზის" თანაშრომლებს კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო საშუალებები დაურიგდათ და მიეცათ დავალება, გადაუხდელობის შემთხვევაში ყველა აბონენტს შეუწყვიტონ ბუნებრივი აირის მიწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სააგენტოს წყარომ განუცხადა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს, იმ ფონზე, როცა საგანგებო მდგომარეობაა, ადამიანებმა სამსახური დაკარგეს და სახლში არიან, ვერ შეძლებენ თანხის გადახდას. გარდა ამისა არ სურთ კომუნიკაცია კომპანიის თანამშრომლებთან, რომელებსაც დღის განმავლობაში...
რუსთავის ციხის რესტავრაციის დროს, რუსთავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ XII-XIII საუკუნის ჭურჭელი და მონეტები აღმოაჩინა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს. როგორც რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ნაზი პაჭიკაშვილმა განცხადა ერთი მონეტა მიეკუთვნება რუსუდანს, ხოლო მეორე მონეტის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. "ერთი კვირაა რაც მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები, ჯერჯერობით  მხოლოდ ბალახისაფარისაგან და ნაშალ-ნაყარი მიწისაგან გაიწმინდა მიმდებარე ტერიტორია, თუმცა უკვე დავადექით კულტურულ ფენას, სადაც გამოვლენილია რამდენიმე სამეურნეო ორმო....
წინა სტატია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ზაურ დარგალის განცხადებით, ქუჩები სპეციალური ხსნარით მუშავდება და ყველა სოფლის დეზინფიცირება ეტაპობრივად მოხდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „სპეციალური ტექნიკა შემოსულია. პირველ რიგში, სპეციალური ხსნარებით იმ ქუჩების დეზინფიცირება მიმდინარეობს, სადაც ის 80 ადამიანი ცხოვრობს, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა აღნიშნულ ქალბატონთან. ასევე იმ ქუჩების, სადაც აღნიშნული ოჯახი ცხოვრობს. პარალელურად, მოხდება მთელი მუნიციპალიტეტის, ყველა სოფლის დეზინფიცირება. ეს პროცესი...
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეჯვრისხევში პირბადეებს კერავენ და მსურველებზე უფასოდ გასცემენ. სამკერვალოს დამფუძნებელი, ნინო უმეკაშვილი აცხადებს, რომ უკვე 1500-მდე პირბადე აქვთ გაჩუქებული და კერვის პროცესი ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თავი ვალდებულად ჩავთვალე, ჩემი წვლილი შემეტანა კორორნავირუსის წინააღმდეგ მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებებში. გადავწყვიტე, ჩემს სამკერვალოში შემეკერა და მოსახლეობისთვის უფასოდ დამერიგებინა პირბადეები. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ მაღალია მოთხოვნა და მოქალაქეთა ჩართულობაც. ადგილობრივებს თავად მოაქვთ...
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სახლის 10 ფილიალსა და 23 საზოგადოებრივ ცენტრში სამუშაო პროცესი დროებით შეჩერებულია იუსტიციის სახლის გურჯაანის, ახალქალაქის, ყაზბეგის, ბათუმის, რუსთავის, ლაგოდეხის, მესტიისა და თიანეთის ფილიალში სამუშაო პროცესი დროებით შეჩერებულია. ასევე დროებით არ იმუშავებს თეთრიწყაროს, მანგლისის, კოდას, შაშიანის, კაჭრეთის, უდაბნოს, სართიჭალის, მარტყოფის, იორმუღანლოს, კაბალის, ყაჩაღანის, ფოკას, ჩაქვის, ვალეს, ბარალეთის, კუმურდოს, წალკას, აწყურის, დმანისის, ადიგენის, სადახლოსა და კაზრეთის საზოგადოებრივი...
კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციის მიზნით, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო ღონისძიებები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდა. დეზინფექცია უტარდება ლანჩხუთისა და ოზურგეთის მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებსა და ამბულატორიებს. რეგიონში ჯამში 101 საჯარო სკოლა და 85 საბავშო ბაღი დამუშავდა. საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა სპეციალური ხსნარით დამუშავდა სპორტული და კულტურული ობიექტები, სოციალური მომსახურების სააგენტო, აგრარული ბაზარი და ადმინისტრაციული შენობები. „რეგიონში დეზინფექცია უტარდება მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებს, ამბულატორიებს. სამუშაოები მომდევნო დღეებშიც განხორციელდება. მოვუწოდებ...
თელავის მერიის მოხალისეთა ჯგუფები მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადაადგილდებიან. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.  მერიაში განმარტავენ, რომ მოწმდება თავშეყრის ადგილები, მათ შორის ბანკები, საბანკო ტერმინალები, სასურსათო მაღაზიები, აგრარული ბაზარი და სხვა. “მოხალისეები გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემენ და ობიექტებზე არსებულ რიგებს არეგულირებენ. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს თელავის აგრარული ბაზრის სადეზინფექციო სამუშაოები”, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში. 23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა. გადაკეტილია როგორც...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში არსებულ საკარანტინო ზონებს მოქალაქეთა ნაწილი დღეს დატოვებს. მისივე თქმით, რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით კარანტინში თბილისში არსებულ სასტუმროებში იყვნენ გადაყვანილები, საკუთარ საცხოვრებელ რაიონში თბილისის მერია გადაიყვანს. ამასთან, როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად დამატებითი შეზღუდვები, ამ ეტაპზე, არ იგეგმება. „საკარანტინო ადგილებს დღეს ბევრი ადამიანი ტოვებს. ასევე, მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ თბილისში მყოფი ადამიანები, ვინც სხვადასხვა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ