ქალაქ ბორჯომში არსებულ ავტომოსაცდელებზე, სადეზინფექციო სითხის დისპენსერები დამონტაჟდა, ასევე, ბორჯომში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქუჩების რეცხვა-დეზინფექცია ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "ყოველ დილით სპეციალური ხსნარებით მუშავდება საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები, სანაგვე ურნები და ა.შ. დეზინფექცია უტარდება ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს და მათ გარე სივრცეებს"- ამბობენ მერიაში. მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით სპეციალური 9 მუნიციპალიტეტის...
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ ქალაქ ბათუმის 3 ლოკაციაზე მოაწყო გადაადგილების, კონტროლისა და შეზღუდვის პუნქტები, სადაც გაშლილია საველე და სამედიცინო კარვები. ა თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ”სამხედრო მედპერსონალის მიერ მოქალაქეებისთვის ტემპერატურის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოჩენა ხორციელდება. სამხედროები, ასევე...
წინა სტატია “თბილისის მიკროავტობუსი“ იმ ორგანიზაციებს მოემსახურება, რომლებიც საყოველთაო კარანტინის პირობებში მუშაობას აგრძელებს. როგორც “თბილისის მიკროავტობუსში “ აცხდადებენ, კომპანია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც ესაჭიროებათ მომსახურე პერსონალის ორგანიზებულად გადაყვანა და მომზადებულია მომსახურების ფასის საერთო ფორმულაც. „მოგახსენებთ, რომ ქვეყნაში, კორონავირუსის COVID19-ის გავრცელების გამო, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რის შედეგადაც აიკრძალა მგზავრების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა, მათ შორის მიკროავტობუსებითაც. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების მომსხურე პერსონალს შექმნილ...
თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ ქალაქ ფოთის შემავალ და გამომავალ გზებზე ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო, სადაც ასევე გაშლილია საველე კარვები. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების მიერ გამშვებ პუნქტებზე კონტროლდება მოქალაქეების გადაადგილება. სამხედრო სამედიცინო პერსონალი მოქალაქეების თერმოსკრინინგს აწარმოებს. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მობილიზებული სპეციალური ტექნიკის საშუალებით კი, სამხედროები სატრანსპორტო საშუალებებს სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ. ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო დახმარების...
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს შვიდ ქალაქში შემავალ გზებს დღეს დილიდან თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ, ქალაქ ქუთაისში შემავალ გზებზე 9 გამშვები პუნქტი მოაწყო. საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების მიხედვით ახორციელებენ მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლს. ადგილზე გაშლილია საველე...
წინა სტატია შემდეგი სტატია სროლის ფაქტზე ბრალდებულებს სამველ პეტროსიანს და ასევე ენზელ მკოიანის 19 წლის ძმიშვილს არმენ მკოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარ „გოლდთან“ ს.პ.-მ და ა.მ.-მ ძალადობრივი ქმედებებით და ასეთი ქმედების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხმოვანი პისტოლეტიდან არაერთი გასროლით გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა...
დღეიდან კახეთში ოპერატიული შტაბი მუშაობას საგანგებო რეჟიმში იწყებს. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა რეგიონში შესაბამისი უწყებების პირველ პირებათან ერთად, დისტანციურ რეჟიმში ახალი რეგულაციებით გათვალისწინებულ მითითებებსა და გეგმებზე იმსჯელა. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა, მთავრობის მეთაურის განცხადების შემდეგ,რეგიონში გასამკაცრებელ პრევენციულ ზომებზე მითითება უკვე გასცა ძალოვანებთან,ჯანდაცვის წარმომადგენელებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან. მისივე თქმით,იქიდან გამომდინრე, რომ კახეთის რეგიონში,სასოფლო- სამეურნეო საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია, მძღოლები კუთვნილ სახელფასო ანაზღაურებას მაინც მიიღებენ. „რა თქმა უნდა, ისინი ჩვენი თანამშროლები არიან და ჩვეულებრივ, თავიანთ სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ“, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.  კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის...
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალების ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის სამ მონაკვეთზე, საერთო ჯამში, 32 ხიდსა და 25 გვირაბზე მიმდინარეობს. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, სულ დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53...
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა დაჯარიმების პროცესში გამოვლენილ სავარაუდო  თვითნებობის ფაქტებს და მოუწოდებს პოლიციას თემზე და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მიიღოს. EMC-ს მიერ მომზადებულ მასალაში აღნიშნულია, რომ მათ მიერ ჩაწერილ ახსნა-განმარტებებში და ასევე მედიასთან მიცემულ კომენტარებში მოქალაქეები უთითებენ, რომ შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან მათი დაჯარიმება უსაფუძვლოდ და თვითნებურად...
საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში 18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა არ ჩერდება. ამის შესახებ ცვლილებები „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებაშია შეტანილი. როგორც დადგენილებაშია განმარტებული, ეს საქმიანობებია: ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობა; ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა...
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, პენსიონერი და შშმ პირებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი 50-ლარიანი სასურსათო პაკეტების დარიგება დაიწყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პირველი ეტაპისთვის სურსათი 940 ბენეფიციარს გადაეცემა. უწყების ცნობით, სურსათი ბენეფიციარებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანმა გადასცა, სურსათის დარიგება ეტაპობრივად განხორციელდება და ყველა მოწყვლად ჯგუფს მოიცავს. „დღეს მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი 50-ლარიანი სასურსათო პაკეტები პენსიონერებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და შშმ პირებს გადავეცით. საკარანტინო მდგომარეობის...
თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო. როგორც თელავის მერიაში აცხადებენ, პროცესს ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სასურსათო კალათი საბავშვო ბაღების 3 146 აღსაზრდელს გადაეცემა. კალათში პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტებია მოთავსებული. შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა.  კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება....
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში მდებარე მაღაზიის მეპატრონე ორი დღეა სხვადასხვა სახის პროდუქტებს უფასოდ არიგებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. ნოდარ გიგუაშვილის თქმით, ეს იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, როდესაც ქვეყანაში უამრავი ინფორმაცია, შეჭირვებული ხალხის მდგომარეობის შესახებ, გაჩნდა: "მოვიძიე ჩვენს სოფელში, ვის შეიძლებოდა დავხმარებოდი. გუშინ დაახლოებით 10 ოჯახთან ვიყავი უკვე. რაც შემეძლება, მხარში დავუდგები ჩემ ხალხს," - ამბობს მაღაზიის მეპატრონე. ნოდარ გიგუაშვილს...
საყოველთაო კარანტინის გამოცხადების ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები შეეხო კახეთში დიდი მოცულობის ავტოტრანსპორტსაც, რომლებსაც საგაზაფხულო ან ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად მუშახელი გადაჰყავთ. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამარშრუტო ტაქსებით ან მიკროავტუბუსებით ექვსზე მეტი ადამიანის გადაადგილება აიკრძალა. „კახეთში აქტიურად მიმდინარეობს ვენახის, ხვნა-თესვითი და სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევაჩეროთ ასეთი სამუშაოები....
დღეს, 21:00 საათიდან, ქალაქ თელავის შესასვლელებში ოთხი ბლოკ-პოსტი მოეწყობა. ბლოკ-პოსტების განლაგება. ასეთია შუამთის მიმდებარე ტერიტორია, გურჯაანის მხრიდან - დაახლოებით წინანდლის ტერიტორია, ყვარელის მხრიდან - მდინარე ალაზნის ხიდის მიმდებარე ტერიტორია და ახმეტის მხრიდან - სოფელ ვარდისუბნის ტერიტორია. ამის შესახებ გამოცემა სპექტრი წერს. ბლოკ-პოსტებზე განთავსდებიან თავდაცვისა და პოლიციის წარმომადგენლები, აგრეთვე ექიმები. ყველა შემომსვლელ და გამსვლელ მოქალაქეს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი. თერმოსკრინინგის შედეგად, ბლოკ-პოსტზე გამოვლენილ საეჭვო შემთხვევებს,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ