წინა სტატია შემდეგი სტატია რუსთავის საკრებულოს და მერიას დეზინფექცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.  გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსთავის საკრებულოს წევრის დედას კორონავირუსი დაუდგინდა. "საკრებულოსა და მერიას დეზინფექცია ჩაუტარდა. იმ სახლების ნაწილიც სადაც დაინფიცირებულები ცხოვრობდნენ დამუშავდა, ნაწილის დადასტურებას ველოდებით და შესაბამისად ვიმოქმედებთ", - განაცხადა რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა. ინფორმაციისთვის, ეროვნული ბანკის განცხადებით, ჩატარებული კვლევების შედეგად, კორონავირუსი...
შემდეგი სტატია რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის დეპუტატები, თვითიზოლაციაში გადავიდა. მიზეზი რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედის კორონავირუსით დაინფიცირებაა. შესაბამისად, როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის საკრებულოს პრესსამსახურში განუცხადეს, საკრებულოს აღნიშნული წევრი უკვე თბილისშია და ტესტირება უტარდება, საკრებულოს ყველა დანარჩენი თანამშრომელი კი, რომელსაც დეპუტატთან ჰქონდა შეხება, თვითიზოლაციაშია გადასული. ინფორმაციისთვის, ეროვნული ბანკის განცხადებით, ჩატარებული კვლევების შედეგად, კორონავირუსი იზოლაციაში მყოფ 7 თანამშრომელს დაუდასტურდა. თანამშრომლებს შორის ერთ-ერთი რუსთავის საკრებულოს...
სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 706 ახალი ფაქტი გამოავლინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 1 აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დააჯარიმეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის...
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ცხელების კლინიკებს, რომლებიც პროგრამაში ეტაპობრივად ჩაერთვებიან, მედპერსონალისთვის დამცავი საშუალებებით აღჭურვაში სახელმწიფო დაეხმარება. "პირველ ეტაპზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღჭურვილი იყოს ყველა ის კლინიკა, რომელიც უკვე ჩართულია პროგრამაში და მათ არ შეექმნათ დეფიციტი და ხარვეზები ამ პერსონალური დაცვის საშუალებების მიწოდებაში. ასევე, შემდგომი კლინიკები, რომლებიც ეტაპობრივად იქნებიან ჩართული, ესაა ცხელების კლინიკები და მათზე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას და მათი...
წინა სტატია თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერის ბონდო სოფრომაძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი ცნობად მიიღეს. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობას მერის პირველი მოადგილე ლაშა გოგიაშვილი შეასრულებს, რომელიც გუშინ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ წარადგინა. ლაშა გოგიაშვილი 2017 წლიდან დღემდე ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ დირექტორის მოადგილე იყო, 2012-2017 წლებში...
აპლიკაცია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად დაინერგა, უკვე საქართველოში იტესტება. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აპლიკაციის ამოქმედების შემთხვევაში მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას, ჰქონდათ თუ არა მათ კონტაქტი ინფიცირებულ პირთან. ასევე ინფორმაციას იმ ლოკაციებთან დაკავშირებით, სადაც ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ. „აპლიკაციასთან დაკავშირებით ვგეგმავთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის. ის ამ ეტაპზე არის მხოლოდ სატესტო რეჟიმში და ჩვენ ვრწმუნდებით ახლა იმაში, რომ აპლიკაცია ნამდვილად იქნება ეფექტური და ასევე, მიმდინარეობს აპლიკაციის შესაბამისობაში...
მთავრობა კურსთაშორის სხვაობის რისკებს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაშიც დააზღვევს, ისევე როგორც ეს გააკეთა გარკვეული ტიპის სასურსათო პროდუქტთან მიმარტებით. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, არსებობს გარკვეული რეზერვები და მთავრობა მას გამოიყენებს. „ზოგადად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ამ გლობალური გამოწვევის ეფექტის შერბილებას ჩვენს მოსახლეობაზე და ჩვენს ეკონომიკაზე. ეს არის პრაქტიკულად ძალიან რთული ამოცანა, რადგან გლობალური ეკონომიკური კრიზისის და კიდევ...
ნათია თურნავამ ონლაინ გაყიდვების აკრძალვის შესახებ ისაუბრა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, ეს დროებით ზომაა, თუმცა მთავრობა მისი გაუქმების გზებზე უკვე მუშაობს. „მინდა ვთქვა, რომ ეს არის დროებითი იძულებითი ზომა, რადგან საკმაოდ დიდი სფეროა, საკმაოდ დიდი სისტემაა, საკმაოდ დიდი ურთიერთობათა ჯაჭვია. იქ არის საწყობები, იქ არის მიტანის სერვისები ჩართული, იქ არის ოფისები ჩართული. მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ...
ეკონომიკის მინისტრმა ახსნა საიდან გამოიყოფა ის 2 მილიარდი ლარი, რომლითაც სახელმწიფო კორონავირუსით დაზარალებულ ეკონომიკას და მოქალაქეებს დაეხმარება. „ძირითადი ნაწილი ჩვენი ღონისძიებების ეს არის ის თანხა, რომელიც ბიუჯეტში გვიდევს ან უნდა შემოსულიყო ბიუჯეტში და ჩვენ ამაზე გააზრებულად ვთქვით უარი. მაგალითად, იგივე გადასახადები, რომლებიც ჩვენ გადავავადეთ. რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფოს თანხა, ეს არის ბიუჯეტის თანხა და მე უკვე მოგახსენებთ, რომ ვმუშაობთ ანტიკრიზისული ბიუჯეტის...
ამ ეტაპზე ჩვენ შევზღუდეთ სამშენებლო სექტორი, მაგრამ როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ესა თუ ის კომპანია ასრულებს დადგენილ გაიდლაინებს, აკონტროლებს თავის მუშა-მოსამსახურეებს და გვაჩვენებს რა სისტემით აკეთებს ამას, რა თქმა უნდა, ეს კომპანიები კვლავ იქნება დაშვებული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ყველა გადაწყვეტილება სამშენებლო კომპანიების დაშვებაზე საგანგებო შტაბში განიხილება, რომლის...
ახალციხეში როგორც ქალაქიდან გასულ, ისე შემოსულ მგზავრებს, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, პირველ რიგში შსს–ს თანამშრომლები ამოწმებენ, შემდეგ კი თერმოსკრინინგის გასავლელად სპეციალურად გაშლილ კარავში შეჰყავთ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ახალციხეში ორი საკონტროლო გამშვები პუნქტიდან ერთი საბარგო სადგურის ტერიტორიაზე, მეორე კი ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ გზაზეა. როგორც ქალაქიდან გასულ, ისე შემოსულ მგზავრებს, პირველ რიგში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამოწმებენ. ქვეყანაში მოქმედი საყოველთაო კარანტინის გამო, მანქანაში სამზე...
წინა სტატია შემდეგი სტატია "ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებასა და მის დაკავებას მოითხოვს. საქმე ეხება 26 მარტს ახალქალაქში მომხდარ გარჩევას, რომელშიც დეპუტატი მკოიანი მონაწილეობდა და რომლის შედეგადაც "პატრიოტთა ალიანსის" წევრი სამველ პეტროსიანი და მკოიანის ძმიშვილი, არმენ მკოიანი ხულიგნობის მუხლით დააპატიმრეს. "ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“...
პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მოქალაქეებს ტემპერატურას ქალაქებთან მოწყობილ სპეციალურ ბლოკ-საგუშაგოზე უზომავენ. „თუ ავტომობილის მგზავრს ან მგზავრებს, რომლებიც ქალაქებს შორის გადაადგილდებიან და ქალაქის შესასვლელში განთავსებულ ბლოკ-პოსტზე თერმოსკრინინგისას ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, ანამნეზის შეფასების შემდეგ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ, სადაც ჩაუტარდებათ ტესტირება“, - განაცხადეს  ჯანდაცვის სამინისტროში. რაც შეეხება ავტომობილის იმ...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით ინფრასტრუქტურულ პროექტებს უსაფრთხოების წესის დაცვით, შეუფერხებლად ახორციელებს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, გიგა მანდარიას განცხადებით, სამშენებლო ობიექტებზე მონიტორინგი სისტემატიურად მიმდინარეობს, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ასრულებენ კონტრაქტორები დადგენილ რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს. "კომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების სისტემების მშენებლობებს რეგიონებში და უწევს მუდმივ ზედამხედველობას ამ პროცესს. ასევე, ვახორციელებთ ობიექტებზე მონიტორინგს, თუ რამდენად არის დაცული...
წინა სტატია პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ის წინაპირობები დაასახელა, რაც კორონავირუსის გავრცელების შედეგად, უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის დახმარების პროგრამის შეთავაზებამდე უნდა დაზუსტდეს. როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, მთავრობა ამ კუთხით ნაბიჯებს მაშინვე გადადგამს, როცა ასეთი შესაძლებლობა და მონაცემები ექნება. „ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, გამოვიდეთ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით და რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა შემდგომ უნდა შესრულდეს...
საქართველოში ონლაინვაჭრობა ისევ დასაშვები გახდა. მთავრობამ ახალი დადგენილება გამოსცა, რომელიც დღეიდან, 2 აპრილიდან ძალაშია. საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი გააფართოვა, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ იზღუდება: სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება; შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის); სამოქალაქო მშენებლობა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ