წინა სტატია ყველა ის სტრატეგიული პროექტი, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესშია, არ გაჩერებულა და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მათი წარმატებით განხორციელებას მოჰყვება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო ძლიერი აქტივობა, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სახელმწიფო აუდიტის ანგარიშს, რომლის თანახმადაც, 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა. მისივე თქმით, აუდიტის...
video
ტელეკომპანია "გურჯაანის" ეთერში გასულ ინტერვიუს, სადაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბაზრის გახსნაზე საუბრობდა, გურჯაანის აგრარული ბაზრის დირექცია გამოეხმაურა. ლამარა აკოფაშვილის განცხადებით, ბაზარი იქამდე ვერ გაიხსნება, სანამ ქვედა ტერიტორიის რეაბილიტაციაც არ მოხდება, ამისათის კი ნებართვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა გასცეს. თუმცა მათ ამ დრომდე არანაირი ნებართვა არ მიუღიათ და შესაბამისად სარეაბილიტაციო სამშაოებიც არ მიმდინარეობს. იმისათვის რომ ბაზარმა ფუნქციონირება დაიწყოს, აუცილებელია...
პარლამენტში კომიტეტების რაოდენობა 15-დან 13-მდე შესაძლოა, შემცირდეს. ამის შესახებ რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტშია აღნიშნული. კანონპროექტის თანახმად, უქმდება აგრარულ საკითხთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტები. კულტურისა და დიასპორის საკითხები ერთიანდება სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ქვეშ. აქედან გამომდინარე იცვლება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დასახელება და მისი სახელწოდება განისაზღვრება როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დასახელებაში...
გორის მერია სექტემბრამდე კონკურსს გამოაცხადებს და 4 ახალ თანამშრომელს მიიღებს, რომელთა ხელფასებისთვისაც თვეში 3900 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. აღნიშნული კადრების მიღებას მუნიციპალიტეტი 1 ივნისამდე აპირებდა, თუმცა როგორც დღეს პრესსამსახურში განმარტეს, ამ თარიღმა პანდემიის გამო სექტემბრამდე გადაიწია. საუბარია ბავშვთა დაცვის და შრომის უსაფრთხოების განყოფილებებზე. პირველ შემთხვევაში, ხელმძღვანელ პოზიციაზე დანიშნული კადრის თანამდებობრივი სარგო თვეში 1200 ლარი იქნება, მისი 3 სპეციალისტის...
რუსთავის მერია
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო დღის წესრიგი მთლიანად შეცვალა. დაავადების გამო, რომლის გავრცელების მთავარი წყაროც ხალხმრავალი ადგილებია, მსოფლიოში უამრავი დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა. გამონაკლისი არც რუსთავი ყოფილა. საინფორმაციო საააგენტო ინფორუსთავი ინფორმაციას ავრცელებს იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც ქალაქის მასშტაბით ყოველწლიურად იმართებოდა და წელს აღარ გაიმართა და თუ გაიმართება მცირე მასშტაბით. არ გაიმართა: 9 აპრილი - ამ დღეს ორი ისტორიული მოვლენა უკავშირდება. პირველი არის: 1989 წლის 9...
video
თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მგზავრებს 60-მდე ავტობუსი მოემსახურება და მათი მოძრაობის ინტერვალი 10 წუთი იქნება,- ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს, რომელიც თბილისისი მერს, კახა კალაძეს ესაუბრა. კახა კალაძე "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებს რომ, ავტობუსით მგზავრობის ტარიფი ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც არის თბილისში გადაადგილებისას, ანუ 50 თეთრი. მისი თქმით, ამ მარშრუტზე საშეღავათო ფასით სტუდენტები ისევ ისარგებლებენ, ანუ მათ 20 თეთრად მოუწევთ მგზავრობა. კონკრეტული...
ლანჩხუთის მუნიპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობა ბათუმი-თბილისის ავტომაგისტრალთან შემაერთებელი გზის მშენებლობას აპროტესტებს. ამის შესახებ გურიიის მოამბე წერს.  სამ კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის 5 მილიონი ლარია გამოყოფილი, თუმცა მოსახლეობა და ოპოზიცია ეჭვობს, რომ გზის მშენებლობა ხელისუფლებამ საეჭვო რეპუტაციის კომპანიას მიანდო, რომელიც სამშენებლო პროცესის მიმდინარეობის ყველა სტანდარტს არღვევს. ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ არც საფეხმავლო და არც საავტომობილო გზა კეთდება სტანდარტების შესაბამისად. არ არის სანიაღვრე არხები...
"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გლეხების დახმარების პროგრამას და რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე დახმარებას აანონსებს, უაზრო ბიუროკრატიული ნიუანსების გამო მიწის რეგისტრაციის პროცესი შეჩერებულია. როგორც გიორგი ბოტკოველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იმის გამო, რომ სოფლის წარმომადგენლები სახელშეკრულებო მოხელეებად გადაიყვანეს, დღემდე ვერ მოხერხდა თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანა, რომ სახელშეკრულებო მოხელესაც შეეძლოს ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. „ერთი მხრივ, ხელისუფლება გლეხების დახმარების...
სტატიის გაგრძელება სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. ბიუჯეტური შემოსავლებისა და ხარჯების ნაწილთან ერთად, ანგარიშში საუბარია იმ პროექტებზე, რომლებიც სესხით არის დაფინანსებული და რომელთა განვითარებაც 2019 წლის განმავლობაში იგეგმებოდა. ასეთი საინვესტიციო პროექტებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა 11, რომელთა შესასრულებლად მთავრობამ დაახლოებით, 272 მილიონი ლარის სესხი აიღო და გასული წლის განმავლობაში ამ პროექტების ათვისება 0%-ს შეადგენდა. ამასთანავე, ბიუჯეტის თავდაპირველ კანონთან მიმართებით 70%-ზე...
ქუთაისის მერიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტზე მუშაობენ. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს. შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" დირექტორის მოადგილე, ირაკლი ცხვედიანი ამბობს, რომ განიხილავენ არამხოლოდ იმას, თუ როგორ უნდა განთავსდნენ მგზავრები სატრანსპორტო საშუალებებში, ასევე, დგინდება მოძრაობის გრაფიკი. ცხვედიანის თქმით, გეგმა მუშავდება როგორც ავტობუსების, ასევე, მიკროავტობუსების შემთხვევაში. მერიაში ჯერჯერობით ვერ ამბობენ როდის ამუშავდება ტრანსპორტი, თუმცა, აცხადებენ, რომ გეგმა, სავარაუდოდ, თვის ბოლოს ან 10...
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სასმელი წყლის ახალი ქსელის მოწყობის მიზნით, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის სამი დიდი ადმინისტრაციული ერთეულის - ალგეთის, ქუთლიარისა და კაპანახჩის 8 სოფელი, ჯამში კი, 19 107 ბენეფიციარი, ხარისხიანი სასმელი წყლით, შეუფერხებლად მომარაგება; პანდემიის პირობებში, სამუშაო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს. პროექტი, ერთობლივად, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება...
ქუთაისის მერიას ჯერჯერობით არ აქვს გეგმა, როგორ და რა პროგრამებზე გადაანაწილებს გვირილობის დღესასწაულზე დაზოგილ 100 000 ლარს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული თანხის ხარჯვის საჭიროება არ არის. "როგორც კი იქნება საჭირო ამ თანხის განკარგვა, ბიუჯეტში შევა შესაბამისი ცვლილება. ამ ეტაპზე ეს საჭიროება არ დგას", - აცხადებენ მერიაში. ქუთაისის ბიუჯეტში 100 000 ლარის ეკონომია, პანდემიის გამო ჩაშლილი...
27 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში, სატუმბო სადგურზე, სტაბილური წყალმომარაგებისთვის აუცილებელ, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოების ჩატარების გამო, სამგორის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. „კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სისტემის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 27 მაისს, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: სამგორის რაიონში: ვარკეთილი 3-ის...
წინა სტატია ზ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ზუგდიდში, საკრებულოს წევრის, ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ბათლომე შელიასთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ორმაგი სტანდარტია დამკვიდრებული, რომლის მიხედვითაც კანონის სრული სიმკაცრე მხოლოდ ოპოზიციას უნდა შეეხოს, ეს კი "ქართულ ოცნებას" ბუმერანგივით დაუბრუნდება. "ბათლომე შელია არის ერთ-ერთი გამოკვეთილი ადგილობრივი პოლიტიკოსი ზუგდიდში. ის წარმოადგენს "ევროპულ საქართველოს" და მას აქვს მართლა...
ახალციხის მერმა საკუთარი ორი კომპანიის წილი სამართავად ცოლის და–ძმას გადასცა. მათგან ერთი, შპს „მელიზა“, რომელიც მისი გამგებლობისა და მერობის პერიოდში ტენდერებს იგებდა, სამართავად ცოლის ძმას ხვიჩა ალავიძეს გადასცა. მეორე - შპს „ლეგი“,( რესტორანი „ალავერდი“ ) - ცოლის დას. მელიქიძე აქამდე კორუფციის შესახებ კანონს არღვევდა, წილების მართვის გადაცემით კი, მან თავისი საქმიანობა კანონთან შესაბამისობაში მოაქცია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. საჯარო რეესტრის...
წინა სტატია შემდეგი სტატია ზუგდიდში, საკრებულოს წევრს, ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეს ბათლომე შელიას და წითელი ჯვრის მოხალისე დათო ღურწკაიას ბრალი წარედგინათ. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, ძალადობაში ედებათ. ამის შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა. საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დათო ღურწკაიამ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ