„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხდა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მოქალაქეებისთვის 25 მილიონზე მეტი ოდენობის ჯარიმა არის გამოწერილი. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. ამიტომ "ევროპულმა საქართველომ" პარლამენტში დაარეგისტრირა, კანონპროექტი, რომელიც მოქალაქეებისთვის 3 000-ლარიანი ჯარიმების ჩამოწერას ითვალისწინებს. კაპანაძე ამბობს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ჯარიმების გაუქმების თაობაზე მთავრობას წინა კვირას მიმართა, თუმცა საკითხი რეაგირების გარეშე დარჩა. კაპანაძე მიიჩნევს, რომ ჯარიმები მოქალაქეებს, შერჩევითობის პრი​ნციპით, უსამა​რთლოდ დაეკისრათ. „ჩვენ...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის ერთ-ერთ უბანში, მოსახლეობას კვლევის ჩატარების მიზნით დღეს ნიმუშებს აუღებენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ვნობით, პრევალენტობის კვლევის დროს, სწრაფი ტესტით, ქვემო ბოლნისში 63 წლის მამაკაცს კოვიდინფექცია გუშინ დაუდგინდა. მამაკაცის მჭიდრო კონტაქტები მოძიებულია, თუმცა მისი ინფექციის წყარო უცნობია. დღეს, სოფლის გარეუბანში, სადაც კორონავირუსი დადასტურდა, ეპიდკონტროლისა და ინფექციის წყაროს დადგენის მიზნით, მოლეკულური კვლევისთვის მოსახლეობიდან ნიმუშების აღება მოხდება. ქვემო ბოლნისში 3 ბრიგადა...
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, 29 მაისის დილიდან მერიის 11-ვე სერვისცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მომსახურების მიღების დროს, სავალდებულო იქნება პირბადეების გამოყენება და გარკვეული დისტანციის დაცვა, რათა მოქალაქეთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. „პარალელურად, მერიის ის თანამშრომლები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დისტანციურად მუშაობდნენ, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს. მართალია, კორონავირუსი ჯერ კიდევ არ დაგვიმარცხებია, მაგრამ ვიმედოვნებ, რეკომენდაციებისა...
ბათუმის მერიასთან თვითდასაქმებულები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, თვითდასაქმებულები სახელმწიფო დაფინანსების მიღმა დარჩნენ და ბათუმის მერიას სთხოვენ, რომ მათი მდგომარეობა შეისწავლონ და სათანადო დახმარება გაუწიონ. "მთავრობის ყურადღების მიღმა დავრჩით, ჩვენ ფინანსური დახმარება არ მიგვიღია. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და 10 დღის ვადას ვაძლევთ, თუ არ მოხდება ჩვენი მდგომარეობის შესწავლა და ფინანსური დახმარება, ფართომასშტაბიან აქციებს გავმართავთ",- აცხადებენ აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეებს უფლებადამცველი თამაზ...
რა წესების დაცვა მოუწევს მოსახლეობას მგზავრობისას: მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება; მოქალაქეებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ისარგებლონ; ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში უნდა იყოს გახსნილი ფანჯრები, კონდიციონერების გამოყენება აკრძალულია; კვლავ აკრძალულია ტაქსით მგზავრობა პირბადის გარეშე. ამასთან, ერთ მანქანაში 2 მგზავრზე მეტი არ დაიშვება; 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, 29 მაისიდან  კი ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მიმოსვლა განახლდება.
8 ივნისიდან, აღდგება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ამასთანავე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გაიხსნება ასევე სასტუმროები და საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. „ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ მუშაობა. 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა....
საქალაქთაშორისო ტრამსპორტის მიმოსვლა 8 ივნისიდან განახლდება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხდა. „ეს ნაბიჯები მიღებულია ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელი პირობაა რომ შევინარჩუნოთ ეპიდემიის ეს ტემპი, არის პირბადეების ტარება“, - აღნიშნა გახარიამ. ასევე, პრემისერის თქმით, 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის – მეტრო. ხოლო, 1 ივნისიდან...
1 ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 1 ივნისიდან გაიხსენება ასევე ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები. 8 ივნისიდან კი გაიხსენება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში. „8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ასევე გაიხსენება ის სასტუმროები, რომლებსაც...
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის - მეტრო, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხდა. „ეს მოხდება მხოლოდ კონკრეტული წესების დაცვით. აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ამაზე პასუხისმგებელნი იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
წინა სტატია განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის სასწავლო კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და სამშენელო პროექტი ბოლო ეტაპზე, შენობის მატერიალურ-ტექნიკური რესურსით აღჭურვაზე გადავიდა. ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით განხორციელდა. "ახალი პროფესიული კოლეჯი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი...
აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ზუგდიდიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამგზავრება დღეს დილიდან ათობით ადამიანმა შეძლო. აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გამომგზავრება კი ჯერ კიდევ აკრძალულია. გადამსვლელ მოქალაქეებს, დეფაქტო რესპუბლიკის გამშვებ პუნქტამდე თერმოსკრინინგი და შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უტარდებათ. მგზავრების თქმით, რამდენიმე თვე ვერ ახერხებდნენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას. მათივე თქმით, არ ჰქონიათ ჯანმრთელობის ცნობა და...
წინა სტატია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2019 წლის ბიუჯეტის საინვესტიციო პროექტების შესრულებაში არსებული შეფერხებების შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს პასუხობს.  შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოხვდა 11 საინვესტიციო პროექტი, რომელთა ათვისების მაჩვენებელიც 0%-ია. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთი უწყება იყო, რომელსაც ამ პროექტების ნაწილის განხორციელება ევალებოდა. დღეს გავრცელებულ განცხადებაში სამინისტრო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სახსრების აუთვისებლობა სხვადასხვა მიზეზებს უკავშირდება. მათ შორისაა დონორებთან...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ისტორიული ბორჯომი ჰესის სარებილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ბორჯომ-პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგური ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის იმპერიაში პეტერბურგისა და ახალი ათონის ელექტროსადგურების შემდეგ. ჰესი ექსპლუატაციაში შევიდა 1899 წლის 15 იანვარს და მისი საერთო სიმძლავრე 140 ც.ძ.-ს შეადგენდა. 1950 წელს ჰესმა ფუნქციონირება შეწყვიტა. სადგურის აღდგენის პროექტს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს. „პირველ რიგში, ესაა სამუზეუმო სივრცე, რომელიც კულტურული...
წინა სტატია 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს გადასახადის გადამხდელებს იმ მოხელეთა ანაზღაურება, რომლებიც “შტატგარეშეს” სტატუსით არიან დასაქმებული 242.2 მილიონი ლარი დაუჯდათ, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 25 მილიონი ლარით მეტია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ საჯარო უწყებებში შტატგარეშე მოხელეების დანიშნვის პროცედურები, შტატიანი დასაქმებულების აყვანასთან შედარებით მარტივია, რის გამოც, ხშირად ამა თუ...
ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დახურული კლუბების და ბარების წარმომადგენლები სახელმწიფოს დახმარებისთვის მიმართავენ და ითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ დადგინდეს დახურული ბარების, კლუბებისა და მუსიკალური სივრცეების გახსნის თარიღი. ამის შესახებ კლუბებისა და ბარების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავცელეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმისთვის, რომ კლუბებისა და ბარების სექტორმა სრულიად შეძლოს თავისი ეკონომიკური როლის დაბრუნება, აუცილებელია ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი გადასახადების, მათ შორის დღგ-ს კუთხით. "ჩვენი საინიციატივო ჯგუფი აერთიანებს...
ყვარელში დოლოჭოპის ადრეშუასაუკუნეების უნიკალური სატაძრო კომპლექსის ტერიტორიის დატბორვისა და კულტურული ფენების დაზიანების გამომწვევ ობიექტურ მიზეზს გარემოს დაცვის სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებული ჰიდრო-გეოლოგიური დასკვნა დაადგენს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ მათი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, გარემოდაცვითი უწყების მიერ სრულად იქნება შესწავლილი ისტორიული ძეგლის წყლით დატბორვის მიზეზები. ,,სრულად იქნება შესწავლილი ილიას ტბის ხელოვნური წყალსატევის მდინარე დურუჯის წყლით...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ