ცნობილია, როდის განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლა

1242

29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის – მეტრო, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხდა.

„ეს მოხდება მხოლოდ კონკრეტული წესების დაცვით. აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ამაზე პასუხისმგებელნი იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.