„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხდა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მოქალაქეებისთვის 25 მილიონზე მეტი ოდენობის ჯარიმა არის გამოწერილი. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ამიტომ “ევროპულმა საქართველომ” პარლამენტში დაარეგისტრირა, კანონპროექტი, რომელიც მოქალაქეებისთვის 3 000-ლარიანი ჯარიმების ჩამოწერას ითვალისწინებს.
კაპანაძე ამბობს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ჯარიმების გაუქმების თაობაზე მთავრობას წინა კვირას მიმართა, თუმცა საკითხი რეაგირების გარეშე დარჩა. კაპანაძე მიიჩნევს, რომ ჯარიმები მოქალაქეებს, შერჩევითობის პრინციპით, უსამართლოდ დაეკისრათ.
„ჩვენ ვიცით, რომ ჯარიმდებოდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც მანქანაში ისხდენენ წინ, ან ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წუთით გადააშორებდნენ ხოლმე კომენდანტის საათს. არც ერთი და არც მეორე შეზღუდვა არანაირი ეფექტის მომტანი არ იყო. ამასთან, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დაახლოებული იყო “ქართულ ოცნებასთან”, სარგებლობდა ე.წ. ნარუშილოვკით, ვიცით ფარცხალაძის მაგალითი და ასევე, ძალიან ბევრმა ადამიანმა დაარღვია ეს წესები შეგნებულად რელიგიური დღესასწაულების დროს და მათ არანაირი ჯარიმა არ მიიღეს.
ამიტომ, ამ ჯარიმების ადმინისტრირება ხდებოდა შერჩევითად, იყო უსამართლო და მას მერე, რაც დამთავრდა საგანგებო მდგომარეობა, ამ ჯარიმების გადახდევინება მოქალაქეებისთვის იქნება არასწორი”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.