8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა განახლდება

1321

საქალაქთაშორისო ტრამსპორტის მიმოსვლა 8 ივნისიდან განახლდება, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხდა.

„ეს ნაბიჯები მიღებულია ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელი პირობაა რომ შევინარჩუნოთ ეპიდემიის ეს ტემპი, არის პირბადეების ტარება“, – აღნიშნა გახარიამ.

ასევე, პრემისერის თქმით, 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის – მეტრო. ხოლო, 1 ივნისიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც გაიხსნება.