ბათუმის მერიასთან თვითდასაქმებულები საპროტესტო აქციას მართავენ

992

ბათუმის მერიასთან თვითდასაქმებულები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, თვითდასაქმებულები სახელმწიფო დაფინანსების მიღმა დარჩნენ და ბათუმის მერიას სთხოვენ, რომ მათი მდგომარეობა შეისწავლონ და სათანადო დახმარება გაუწიონ.

“მთავრობის ყურადღების მიღმა დავრჩით, ჩვენ ფინანსური დახმარება არ მიგვიღია. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და 10 დღის ვადას ვაძლევთ, თუ არ მოხდება ჩვენი მდგომარეობის შესწავლა და ფინანსური დახმარება, ფართომასშტაბიან აქციებს გავმართავთ”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც შეუერთდა და ბათუმის მერიას მოუწოდა, რომ შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის საკითხი შეისწავლოს და დახმარება გაუწიოს.