გურიის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, აღმაშენებლის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო, პროექტის ღირებულება 2 900 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ აღმაშენებლის ქუჩა ავტობანს დაუკავშირდება. სოფელ ლესაში კი წყლის რეაბილიტაცია გრძელდება.
მათივე ცნობით, პროექტის თანახმად, უნდა მოეწყოს ცენტრალური მაგისტრალი და სათავე ნაგებობა, რომლითაც 500 ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
სამუშაოები 700 000 ლარით ფინანსდება....
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, დღეს მოსახლეობას გაფართოებულ ტესტირებას ჩაუტარებენ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუშევანში ეპიდემიოლოგების 9 ჯგუფი იმუშავებს და საკვლევ მასალას 500-ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს აუღებენ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელი მუშევანი კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი დაწესდა. სოფლის შესასვლელში ბლოკპოსტია მოწყობილი და ადგილზე დაწესებულ შეზღუდვებს სამართალდამცავები აკონტროლებენ.
მუშევანში “კოვიდ19”-ით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით, 56-ია. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჯამში კორონავირუსით...
"ხელისუფლებამ აჭარაში ერთი მილიარდი ლარი მოიპარა, ეს იყო „ქართულ-ჯიგრულ პონტში", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა რევაზ ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა. ხარაზის ინფორმაციით, დასახელებულ 50 პროექტში ხელისუფლების მაღალჩინოსნების კორუფციული გარიგებები იკვეთება.
ხარაზი პროკურატურას საკითხის დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
„საუბარია სარფის ნაპირსამაგრ სამუშაოებზე, ქობულეთში სოფელ ზენითის გზის მშენებლობაზე, აჭარაში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობაზე, მახუნცენთის თეატრის მშენებლობასა და სხვა განუხორციელებელ პროექტებზე. ეს არის ივანიშვილის კორუფციული...
გლდანის ხევის NI–NIა კორპუსებთან დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. თბილისის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს.
პროექტის შედეგად, ეწყობა მოსასვენებელი სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, მონტაჟდება გარე განათების სისტემა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.
მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითი“ ასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 75 555 ლარია გათვალისწინებული.
სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ...
ხმაურია ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ეკონომიკის სამინისტროსთვის უსასყიდლოდ გადაცემას უნდა უყარონ კენჭი.
სოფელ რუისში მდებარე 10858 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას აპროტესტებს რუისის მოსახლეობის ნაწილი.
როგორც ისინი აცხადებენ, ეს არის სოფლის სტადიონი და ფართობი სრულად სპორტული კომპლექსისთვის არის საჭირო.
რუისელების ნაწილი მიიჩნევს, რომ მიწის გადაცემა ხელახალი აუქციონის ჩატარებისა და საბოლოო გაყიდვის მიზნით იგეგმება.
მათივე განცხადებით, იმ...
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის თინათინ ზოიძის განცხადებით, პლაჟზე როგორც ადამიანებს, ისე საზღვაო ინფრასტრუქტურას შორის მაქსიმალური დისტანცირება მოხდება.
როგორც ზოიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსს“ განიცხადა, მუშავდება მექანიზმი როგორც უსაფრთხოების, ისე რეკომენდაცების დაცვის მონიტორინგის მიმართულებით.
„ყველა სტანდარტი ეფუძნება ორ ძირითად პრინციპს, ესაა ჰიგიენის და დისტანციის დაცვა. ჩვენ შემთხვევაშიც, ის სტანდარტი, რომელიც შემუშავებულია როგორც სერვისის მიმწოდებელი ობიექტებისთვის, იგივე პრინციპია საზღვაო ინფრასტრუქტურის შემთხვევაშიც და ეს არის მაქსიმალურად დისტანცია,...
მომდევნო კვირაში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა გაიმართება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, პირველ საჯარო განხილვას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ხოლო მეორეს, სავარაუდოდ, აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემს.
„საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ საკონსტიტუციო განხილვის პროცესი აღდგა. მანამდე ეს დრო იყო შერებული. მომდევნო კვირაში ვგეგმავთ პირველ საჯარო განხილვას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეპიდსიტუაციის და ჯანდაცვის რეკომენდაციების გამო, ეს ჩატარდება...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კახეთის რეგიონში აგრძელებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობას.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი გუბერნიის და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად.
„დღეს კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ვიყავით და ძალიან სასიხარულოა რომ მიუხედავად ვირუსით გამოწვეული პაუზისა, ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. 2020 წელი ისეთივე აქტიურია...
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე შპს „ამბასადორ ბათუმს" 341 კვ. მ მიწის ნაკვეთი გადაეცა, რასაც პროტესტი საკრებულოს ოპოზიციისა და საზოგადოება „ბათომის" წევრების მხრიდან მოყვა.
საზოგადოება „ბათომის" წევრები „ქართული ოცნების" დეპუტატებს მოუწოდებნენ, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება არ მიეღოთ. პროტესტის მიუხედავად საკითხს საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობა მხარი მაინც დაუჭირა.
„ბულვარის განვითარების გეგმის შემუშავებამდე უნდა დასრულდეს ამ პროექტზე საუბარი. ბულვარი...
საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“ რუხში მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრ "ჩემი მორდუს“ ააშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნუკრი მილორავამ მოაწერეს.
ცენტრი ხანდაზმულებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს, როგორიცაა - დღის ცენტრის მომსახურება, შინმოვლის სერვისი და სათემო 24-საათიანი მომსახურება-თავშესაფარი. ამავე სახლში მოემსახურებიან ასევე ბავშვებს მოწყვლადი ოჯახებიდან. ცენტრი...
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ტურისტებს, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ, კოვიდ პასპორტი ექნებათ და შემოსვლისთანავე მიეწოდებათ ყველა საჭირო ინფორმაცია.
როგორც ზაალ მიქელაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ აღნიშნა, ტურისტებს კორონავირუსზე ტესტი მინიმუმ 72 საათის ჩატარებული უნდა ჰქონდეთ.
მინისტრი იმედოვნებს, რომ გაცემულ რეკომენდაციებს დამსვენებლები შეასრულებენ.
„ნუ წარმოვიდგენთ, რომ თუ გვეყოლება 20 000-30 000 დამსვენებელი ზღვაზე, რესურსი იქნება, რომ თითოეულ ადამიანს მეთვალყურე გამოუყოს სახელმწიფომ. ეს...
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება.
ნაძალადევის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ამჯერად გუდამაყრის ქუჩა და გურამიშვილის გამზირი მოირეცხა.
მათივე ცნობით, სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ.
„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. დეზინფექცია ათივე რაიონში, 80-ზე მეტ ქუჩას ჩაუტარდა. სპეციალური ხსნარით ირეცხება,...
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით საქართველოს მოსახლეობის 19.5% იმყოფება, რაც 2004 წლიდან ხელმისაწვდომი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის მინიმალური მნიშვნელობაა. კერძოდ, გასული წლის მონაცემებით, სოფლად მოსახლეობის 23.7% ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვევით, ქალაქში კი - 16.4%.
ცნობისთვის, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის 20.1% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით ცხოვრობდა.
აგროდიზელი შეღავათიან ფასად უკვე 12 000-ზე მეტმა ფერმერმა შეიძინა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, კახეთის რეგიონში აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი ადგილზე გაეცნო. სააგენტოს დირექტორი რეგიონში კახეთის მხარის რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და კომპანიის ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დირექტორთან, ლევან გიორგაძესთან ერთად იმყოფებოდა.
„აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა შუფერხებლად...
ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები 17 ხიდზე და 4 გვირაბზე ხორციელდება.
„პროექტის ფარგლებში აშენდება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. ამჟამად არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის,...
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, ბარათაშვილის ხიდიდან ორბელიანის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მოძრაობა ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით არის აკრძალული. შეზღუდვა 3 ივნისამდე იმოქმედებს. თავისუფლების მოედანზე მოსახვედრად, მძღოლებს შეუძლიათ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, მშრალი ხიდისკენ იმოძრაონ. ასევე, გადაადგილდნენ ჭანტურიას ქუჩაზე და რუსთაველის გამზირის გავლით, თავისუფლების მოედანზე მოხვდნენ....
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































