ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია

532

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე შპს „ამბასადორ ბათუმს” 341 კვ. მ მიწის ნაკვეთი გადაეცა, რასაც პროტესტი საკრებულოს ოპოზიციისა და საზოგადოება „ბათომის” წევრების მხრიდან მოყვა.

საზოგადოება „ბათომის” წევრები „ქართული ოცნების” დეპუტატებს მოუწოდებნენ, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება არ მიეღოთ. პროტესტის მიუხედავად საკითხს საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობა მხარი მაინც დაუჭირა.

„ბულვარის განვითარების გეგმის შემუშავებამდე უნდა დასრულდეს ამ პროექტზე საუბარი. ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და რეკრეაციული ზონაა. ყველა მოქალაქეს ამ პროცესში განხილვის საშუალება უნდა მიეცეს”,- აცხადებენ საზოგადოება „ბათომის“ წევრები.

ბათუმის საკრებულოს უმრავლესობას კი მიაჩნია, რომ ქალაქის განვითარებისთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც ცნობილია, აღნიშნული კომპანია ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ოთხსართულიან სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრს ააშენებს, სამომავლოდ კომპანიას კი შენობის 15 სართულამდე გაზრდა სურს, რის გამოც დამატებით მიწის ნაკვეთს ბათუმის მერიისგან ითხოვს.

საკრებულოს უმრავლესობის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით, 700 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ამასთან, ბათუმის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები კი ბათუმის ბულვარის კონსერვაციას მოითხოვენ.