გლდანის ხევის NI – NI ა კორპუსებთან მოსასვენებელი სივრცე ეწყობა

360

გლდანის ხევის NI–NIა კორპუსებთან დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. თბილისის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს.

პროექტის შედეგად, ეწყობა მოსასვენებელი სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, მონტაჟდება გარე განათების სისტემა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითი“ ასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 75 555 ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.