ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის ტერიტორიულ ერთეულში ექვსი სოფელი – საღანძილე, ჯაფაროული, ჩხერი, ზარანი, ვანი და სხლითი ერთიანდება. დანგრეული საუბნო გზები, სოფლებიდან ახალგაზრდების მიგრაცია, გარეგანათების არქონა და დასუფთავების პრობლემები, ხე-ტყეზე ხელმიუწვდომლობა და ინტერნეტის დაბალი სიხშირე – ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რაც ამ ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლის მოსახლეობას აწუხებს. ამ თემაზე სტატიას ჩემი ხარაგაული აქვეყნებს. მოსახლეობა ხე-ტყის რესურსებით ვერ სარგებლობს საღანძილის ტერიტორიული ერთეულის...
ცენტრალური ბიუჯეტიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 2020 წელს სკოლების სარეაბილიტაციოდ 410 ათასი ლარი გამოეყო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა ტენდერები შვიდ სკოლაში სველი წერტილების მოსაწყობად 403 570 ლარზე გამოაცხადა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. სველი წერტილები ვაშლევის, წიფის, ვარძიის, ლაშის, ვახანის, ბაზალეთისა  და ბორითის სკოლებში მოწესრიგდება. ტენდერებში მონაწილეობის მსურველი სამშენებლო ორგანიზაციებისგან წინადადებები მიიღება დაწყებულია. ვაშლევის სკოლის სველი წერტილის სარეაბილიტაციოდ ტენდერი 37 878 ლარზეა გამოცხადებული, წიფის სკოლისთვის –...
დიღმის მასივის პირველი კვარტლის მეთოთხმეტე კორპუსის მიმდებარედ, 1 500 კვ.მ ფართობზე ახალი მოსასვენებელი სივრცე ეწყობა. თბილისის მერიის ცნობით, სკვერში განთავსდება საპარკე სკამები და ურნები, გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები და დამონტაჟდება განათების სისტემა. ასევე, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე და მოეწყობა რულონური ბალახი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მშენსერვისი 55“ 191 935 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ...
თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა, საბურთალოს რაიონში, თბილისის ზოოლოგიური პარკის მიმდებარედ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისთვის ხილიანის სახელის მინიჭების საკითხზე იმსჯელეს. კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, დღევანდელი ჩიქოვანის ქუჩის მიდამოები ხილიანის უბნის სახელით მოიხსენიებოდა. მისივე თქმით, ეს ტერიტორია, ურბანულ განაშენიანებამდე დაფარული ყოფილა ხეხილის ბაღებით, საიდანაც უბანმა ხსენებული სახელი შეიძინა. „სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევს თბილისის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და დაბრუნებას....
ისტორიული მუზეუმის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს. მუნიციპალიტეტის მერიამ მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი გასულ წელს შეიძინა. პროექტი მომზადებულია საპროექტო კომპანია შპს „გეოანალიტიკას“ მიერ. მუზეუმში თანამედროვე სტანდარტების საექსპოზიციო და საკონფრენციო დარბაზები, ანტრესორი, კარადა-ვიტრაჟები, განათების სისტემა და კლიმატ -კონტროლი მოეწყობა. პროექტი ითვალისწინებს: სააქტო-საკონფერენციო დარბაზის რემონტს, ხელნაწერთა და ძირითადი ფონდის დარბაზის რეაბილიტაციას, მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზებში დაცული ექსპონატებისთვის ვიტრაჟების მოწყობას, ანტრესოლის მოწყობას, სამუშაო ოთახების...
წინა სტატია ზუგდიდის საკრებულომ მერიას თანხმობა ერთხმად უთხრა ცენტრალურ მეოდანზე ფრესკის განთავსებაზე. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. საკითხის განხილვას სასულიერო პირებიც ესწრებიან. სხდომაზე მყოფი დეპუტატებიდან წინააღმდეგი არავინ ყოფილა. საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განაცხადა, რომ საკითხს მხარს უჭერს და დეპუტატებსაც მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ფრესკას ზუგდიდელები შეიყვარებენ. უმრავლესობის დეპუტატ სანდრო სორდიას თქმით, როგორც ზუგდიდის საკრებულოს წევრს და მოქალაქეს, სურდა ამ საკითხზე...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეისყიდა 2 ფიზიკური პირისგან და ერთი არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირისგან (ააიპ) ნადირობასთან დაკავშირებული მომსახურება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.  სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულ პირებს, რომლებთანაც მერიამ ხელშეკრულება უკვე დადო, ევალებათ „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, აგრეთვე, სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით“, მგლისა და ტურის ლიკვიდაცია. ჯამში 1 9 25 ლარს დახარჯავს მერია...
ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროს მიმდებარედ მცხოვრებლები ამბობენ, რომ წლებია მოუგვარებელია საკანალიზაციო ქსელის პრობლემა. ადგილობრივების ინფორმაციით, პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური  ზაფხულშია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელეს. ქობულეთის მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, წერილობით განმარტებაში კი აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად დაგეგმილია არა ერთი ღონისძიება, მათ შორის  მდინარე აჭყვის და კინტრიშის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები. მერიაში აცხადებენ, რომ  პროექტი ყოველ წლიურად ხორციელდება,  მიმდინარე წელს 35 ათასი...
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დეფაქტო მთავარი სანიტარული სამსახურის უფროსის მოადგილის, ანა გაგლოევას განცხადებით, დაინფიცირებულები სამხედრო აკადემიის კურსანტები არიან, რომლებიც ე.წ. „რესპუბლიკაში“ რუსეთის ფედერაციიდან ჩავიდნენ. დეფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონში კორონავირუსის 57 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 31 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაწერეს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 6 მაისს დაადასტურეს. 10 მაისიდან მიიღეს რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება,...
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, უნიკალური აღმოჩენები დმანისი და ბოლნისიდან, ვანიდან, ექსპონატები სიღნაღის მუზეუმიდან, დამთვალიერებლისთვის გაფართოებულ რეალობაში ხდება ხელმისაწვდომი. მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები AR და 3D ფორმატში, პლანშეტებში ინტეგრირდება და მუზეუმის ვიზიტორებისთვის უნიკალური გამოცდილებას ქმნის. გაციფრულებულ ნიმუშებს შორისაა ვანში აღმოჩენილი უნიკალური ბრინჯაოს ჭრაქები და სასაკმევლე, რომლებიც ძვ.წ.აღ. III-II საუკუნეებით თარიღდება და რომელიც ვანის ახალ...
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ამბროლაურის სკვერში ცაცხვის ნერგები დაირგო. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, რეგიონებში გამწვანების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და ქალაქებში მეტ სიჯანსაღესთან ერთად უფრო მეტი რეკრეაციული ზონა უნდა იყოს. „გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სიმბოლურად ცაცხვის ნერგები დავრგეთ ამბროლაურის სკვერში, რეგიონის ქალაქებში ინტენსიურად მიმდინარეობს გამწვანება, მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის წვლილი, თითოეული ჩვენგანის ვალია,მოვუფრთხილდეთ გარემოს, ჩვენმა...
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, 2020 წლის კონკურსი „სუფთა რეგიონი“ გამოცხადდა. კონკურსი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში უკვე მეხუთედ ტარდება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, კონკურსის მიზანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა სოფელი/თემი“, „სუფთა/ლამაზი ქუჩა“, „სუფთა/ლამაზი ეზო“, „სუფთა ლამაზი საწარმოს/დაწესებულების...
ქუთაისის შემოვლითი გზის 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის სამუშაოები გეგმის მიხედვით, აქტიურად მიმდინარეობს - მორიგი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის მშენებლობა კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გზის ერთ, 19კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ივლისიდან გახდება შესაძლებელი, ხოლო მეორე 56კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა 2020 წლის ბოლოს აღდგება. “როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქუთაისის შემოვლითი, 2-მიმართულებიანი, ცალმხრივი გზა მნიშვნელოვნად აამაღლებს მოძრაობის უსაფრთხოების დონეს. მთავრობის...
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებით ფერმერები შეუფერხებლად სარგებლობენ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ. სამინისტროს განცხადებით, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ. „რაც შეეხება 1-ელი ივნისის მონაცემებით არსებულ მაჩვენებლებს: სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 27,000-მდე ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა...
ავტორი: ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი პანდემიას მარტის შუაში თელავში გავექეცი. სახლში ჯდომით გაბეზრებულები, მე, ჩემი ბიძაშვილი და ჩემი უმცროსი შვილი, პერიოდულად პირბადეებით აღჭურვილნი, მანქანით ტყის პირისკენ მივდიოდით სასეირნოდ. ტყეები სოფლებისგან მოშორებულია და ამით დისტანციის კატეგორიულ მოთხოვნასაც ვიცავდით და თანაც, ჩვენთვის სრულიად უცხო კახეთი აღმოვაჩინეთ. თელავის გასწვრივ, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ, ფერდობის ძირში, ისტორიული სოფლებია ჩამწკრივებული: აკურა, ვანთა, ბუშეტი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, კისისხევი, შალაური და შემდეგ -...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ევროკავშირის ორგანიზებით გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც გარემოს დაცვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანია „მწვანე კვირეული“ განხორციელდა,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ჩატარდა „მწვანე გაკვეთილი” ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე, ძირითად საფრთხეებზე, გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან ბრძოლის გზებზე, რომელზეც ცენტრის თანამშრომელმა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ