ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმს რეაბილიტაცია უტარდება

549

ისტორიული მუზეუმის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.

მუნიციპალიტეტის მერიამ მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი გასულ წელს შეიძინა. პროექტი მომზადებულია საპროექტო კომპანია შპს „გეოანალიტიკას“ მიერ.

მუზეუმში თანამედროვე სტანდარტების საექსპოზიციო და საკონფრენციო დარბაზები, ანტრესორი, კარადა-ვიტრაჟები, განათების სისტემა და კლიმატ -კონტროლი მოეწყობა.

პროექტი ითვალისწინებს: სააქტო-საკონფერენციო დარბაზის რემონტს, ხელნაწერთა და ძირითადი ფონდის დარბაზის რეაბილიტაციას, მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზებში დაცული ექსპონატებისთვის ვიტრაჟების მოწყობას, ანტრესოლის მოწყობას, სამუშაო ოთახების რეამონტს, სველი წერტილების მოწყობას, ლიფტის მონტაჟს, გარე პერიმეტრზე კიბის და ფეხმავალი ბილიკის მოწყობას, შენობაში ვენტილაციის, კლიმატკონტროლის და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მონტაჟს, საინჟინრო კომუნიკაციების ნორმების შესაბამისობაში მოყვანას.

შენობის რეაბილიტაციის შემდეგ სართულები დაკავებული იქნება: საქსპოზიციო ვესტიბულით, გასახდელით, ოფისებით, არქივით, სანიტარული კვანძებით, ლიფტით, დამხმარე ფართით.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება დაახლოებით, 1 438 000 ლარს შეადგენს.