ამბროლაურის სკვერში ცაცხვის ნერგები დარგეს

812

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ამბროლაურის სკვერში ცაცხვის ნერგები დაირგო. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, რეგიონებში გამწვანების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და ქალაქებში მეტ სიჯანსაღესთან ერთად უფრო მეტი რეკრეაციული ზონა უნდა იყოს.

„გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სიმბოლურად ცაცხვის ნერგები დავრგეთ ამბროლაურის სკვერში, რეგიონის ქალაქებში ინტენსიურად მიმდინარეობს გამწვანება, მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის წვლილი, თითოეული ჩვენგანის ვალია,მოვუფრთხილდეთ გარემოს, ჩვენმა მომავალმა თაობამ უნდა იცხოვროს ჯანსაღ გარემოში, მიუხედავად იმისა,რომ ჩვენი რეგიონის ძირითადი ნაწილი ტყით არის დაფარული,მაინც აუცილებელია ახალი ნერგები შეემატოს, მეტი სიჯანსაღე და უფრო მეტი რეკრეაციული ზონა იყოს ქალაქებში,”- განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ, რომლის კომენტარს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.