წინა სტატია თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიამ მზაობა გამოთქვა, რომ ვარკეთილში დამწვარი ბაზრობის ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდეს ის დანაკარგი, რაზეც საუბარი იქნება. როგორც კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დაზარალებულებს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება მერიაც. კალაძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საუბარი ჰქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან. "2 დღის წინ სამგორის რაიონში შერეული ბაზრობის ნაწილი დაიწვა. რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის - ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო...
ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკის მიმდებარედ მოასფალტების სამუშაოების ბოლო ეტაპი დაიწყო, რომელიც ორშაბათისთვის მთლიანად დასრულდება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პარალელურად გამზირზე ტროტუარების მოპირკეთება და გამწვანებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ბოლო ეტაპზე კი დახაზვითი სამუშაოები ჩატარდება და განათების სისტემის შეცვლა მოხდება. „გამზირი საკმაოდ საინტერესო გამოდის, ახალი პროექტი არის. აქაც ავტობუსებისთვის შესაბამისი ზოლები არის გამოყოფილი, იმისთვის რომ საზოგადოებრივმა ტრანპოსრტმა ყველანაირი შეფერხების გარეშე, უპრობლემოდ შეძლოს გადაადგილება“, - განაცხადა...
„მზიურის“ პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგიროს შენობაში თანამედროვე ხელოვნების გალერეა-მედიათეკა მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „თუკი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვახსენო „მზიურის“ განახლებული პარკი. პროექტის განხორციელებაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული თბილისის მერია. ჩვენი გადაწყვეტილებით, პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქცია განხორციელდება, რაც შენობისთვის არქიტექტურული სახის...
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერის თქმით, გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია. „ამ დროისთვის ქუჩაზე ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს, რომლებიც ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება და ადაპტირება მოხდება შშმ პირებისთვის. რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება გარე განათების ბოძები და დაყენდება LED სანათები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს სამუშაოებიც პარალელურად...
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებითი, “მზიურიდან“ ზოოპარკამდე საფეხმავლო ხიდი გაკეთდება. როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გარდა ამისა, იგეგმება „მზიურის“ პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქცია და იქ მედიათეკის მსგავსი პროექტის განხორციელება. "დასრულდა „მზიური“ პარკის რეაბილიტაცია. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მუნიციპალიტეტი განახორციელებს ორ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს-პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქციას, რომელიც მძიმე მდგომაროებაშია. ვაპირებთ იქ მედიათეკის გაკეთებას, თუმცა მედიათეკა...
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის შენობის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, გარემონტდა დარბაზი, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახები, სარდაფი, სახურავი, დამონტაჟდა ვენტილაციისა და გაგრილების სისტემები. “მეორე ეტაპზე დაგეგმილია შენობის გარე ფასადის რეაბილიტაცია. პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 795 998 ლარია. იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, - განმარტავენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ავტობუსებზე ეტაპობრივად ველოსიპედების სამაგრები დამონტაჟდება, რათა ველოსიპედის მქონე ადამიანმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უპრობლემოდ შეძლოს. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ველოსიპედის ატანა აკრძალულია, შესაბამისად მათ სურთ, რომ საუკეთესო ქალაქების მაგალითები დანერგონ. „ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიმართულება არის ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ყველაზე დიდი ყურადღება ეთმობა. ასევე, ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეებს. ყველა ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტში ეს ყველაფერი პრიორიტეტების...
ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა ბოლო ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, 530 გრძივ მეტრზე 400 და 500 მმ-იანი სანიაღვრე მილები მოეწყო, ასევე, 44 ჭა და ცხაური მონტაჟდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნოსტეს ქუჩაზე, კეკელიძის I გასასვლელსა და კახიანის III შესახვევში მიმდინარეობს. აღნიშნული ქსელი ურიდიას ქუჩის სანიაღვრე კოლექტორზე დაერთდება. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. „ნოსტეს ქუჩაზე ძალიან ცუდი მდგომარეობა გვქონდა. გზის...
ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღია კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს, კერძოდ მოეწყობა: ჩოგბურთის კორტი, მინი-საფეხბურთო მოედნის და მცირე ზომის დასასვენებელი სკვერი. კომპლექსის სამივე მხარეს გაკეთდება ღია ავტოსადგომები. “მიმდინარეობს პენსიონერთა სახლის მშენებლობა. ქუჩის გასწვრივ, ბულვარზე ზღვის მხარეს მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და ჯებირს ჩაუტარდება რეკონსტრუქცია. პროექტის ღირებულება...
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტი დასახლებულ პუნქტ ჩორჩანასთან საქართველოს პოლიციის კიდევ ერთი დამატებითი პუნქტის გახსნის შესახებ იუწყება. მათი ინფორმაციით, ახალი პუნქტი სოფელ წნელისთან არის განთავსებული, სადაც, სულ მცირე, ხუთი პოლიციელია ფიქსირებული. ცხინვალის КГБ აღნიშნავს, რომ „საზღვრისპირა“ ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, თბილისმა სამკილომეტრიანი ასფალტირებული ბროლოსანი-ჩორჩანას გზის მშენებლობის შესახებ განაცხადა, რაც, დე ფაქტო უწყების განცხადებით, ქართულ მხარეს საშუალებას მისცემს, აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს...
5 ივნისიდან დღემდე ზემო ავჭალის დასახლებაში, ჭრებალოს ქუჩას წყალი არ მიეწოდება. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი წერს. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, მათ პასუხს არ სცემენ და ეუბნებიან, რომ პრობლემის შესახებ ინფორმაცია შესაბამის სამსახურს უკვე გადაეცა. „მუნიციპალიტეტს გუშინ მივმართე, არ იცოდნენ ეს ამბავი. მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა დათო მუშკუდიანმა გვიპასუხა, რომ ეს საქმე მათ არ ეხება. დღეს „წყალკანალის“ თანამშრომლები მოვიდნენ და გვითხრეს, ურდულებია დაზიანებული, გადავცემთ და დღეს...
ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სრული რეაბილიტაცია მოხდება და იქ მხატვართა სახლი განთავსდება , - ამის შესახებ მხატვრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ განუცხადა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობაში უახლოეს მომავალში სამხატვრო გალერეა განთავსდება. უწყების ცნობით, შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია და საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე დაესწრნენ. „მოდერნის...
წინა სტატია პრემიერმინისტრიი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პანდემიის გამო გადავადების რისკი არ არსებობს, ან თუკი ასეა, ეს "მინიმალურია". ამის შესახებ გახარიამ 16 ივნისს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა. "იქიდან გამომდინარე დარომ ამ კრიზისს ახასიათებს მაღალი დონის გაურკვევლობა, შეიძლება ვთქვათ, რომ... მე საერთოდ, მივიჩნევ, რომ ასეთი რისკი არ არსებობს, თუ არსებობს, მინიმალურია. დღეს არჩევნებს საკონსტიტუციო ვადებში არაფერი ემუქრება....
საინვესტიციო პროცესების გაძლიერების მიზნით, აჭარის მთავრობა აქტიურ საპრივატიზაციო პოლიტიკას ახორციელებს. ბიზნესისთვის 10 ახალი საინვესტიციო შეთავაზება უკვე მზად არის. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, პროექტების მინიმალური საინვესტიციო ღირებულბა 22 600 000 ლარია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა დავალება მოეხდინა საინვესტიციო წინადადებების მაქსიმალურად მოკლე ვადებში განხილვა, საპრივატიზაციო ნუსხის განახლება და ბიზნესისთვის შეთავაზება. „არც ერთი საინვესტიციო წინადადება არ უნდა შემოიდოს თაროზე....
წინა სტატია როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომლითაც დამატებით 58 დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იყო. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე, მიენიჭა 800 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს და იმ დასახლებებს, რომლებიც შედიან ისეთ მუნიციპალიტეტში, რომლის დასახლებების 80...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის ახალგაზრდებს, ივნისის ბოლოს ახალი მინისტადიონით სარგებლობა შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა. ,,მინისტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ახალგაზრდების თხოვნით დავგეგმეთ. მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საქმეში. სოფელში ფეხბურთის ორი გუნდია, მათ შორის, გოგონების გუნდიც. იმედი მაქვს, რომ კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი მათ შემდგომი წარმატებების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ