ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

446

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერის თქმით, გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია.

„ამ დროისთვის ქუჩაზე ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს, რომლებიც ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება და ადაპტირება მოხდება შშმ პირებისთვის. რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება გარე განათების ბოძები და დაყენდება LED სანათები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს სამუშაოებიც პარალელურად მიმდინარეობს“, – აღნიშნა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, ბარათაშვილის ქუჩასა და პუშკინის ქუჩაზე არსებულ 150-მეტრიან პანდუსზე, რაც ჯამში, 12 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, მოდიფიცირებული ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. გზის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარი გამოიყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულად ივლისის შუა რიცხვებში დასრულდება.