დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებითი, “მზიურიდან“ ზოოპარკამდე საფეხმავლო ხიდი გაკეთდება.
როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გარდა ამისა, იგეგმება „მზიურის“ პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქცია და იქ მედიათეკის მსგავსი პროექტის განხორციელება.
“დასრულდა „მზიური“ პარკის რეაბილიტაცია. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მუნიციპალიტეტი განახორციელებს ორ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს-პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქციას, რომელიც მძიმე მდგომაროებაშია. ვაპირებთ იქ მედიათეკის გაკეთებას, თუმცა მედიათეკა შინაარსობრივად ცოტა სხვა რამეს მოიცავს და შენობა-ნაგებობა კიდევ იქ პატარაა. იცით, „მზიურში“ არის სოციალური საწარმო, “მზიურის კაფე” ანა გოგუაძე და მისი გუნდი, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ იქ არსებული სიტუაცია იყოს მაღალ დონეზე. გვაქვს ანასთან და მის გუნდთან აქტიური კომუნიკაცია, გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტი – ე.წ. გალერეა მედიათეკა დავარქვათ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროექტს განვახორციელებთ და შემდე უკვე დასრულებულ პროექტს ამ სოციალურ საწარმოს ანა გოგუაძეს და მის გუნდს გადავცემთ,”- განაცხადა კალაძემ.