ცხინვალის დეფაქტო უშიშროების კომიტეტი ჩორჩანასთან ქართული მხარის დამატებითი საპოლიციო პუნქტის გახნის შესახებ იუწყება

520

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტი დასახლებულ პუნქტ ჩორჩანასთან საქართველოს პოლიციის კიდევ ერთი დამატებითი პუნქტის გახსნის შესახებ იუწყება.

მათი ინფორმაციით, ახალი პუნქტი სოფელ წნელისთან არის განთავსებული, სადაც, სულ მცირე, ხუთი პოლიციელია ფიქსირებული.

ცხინვალის КГБ აღნიშნავს, რომ „საზღვრისპირა“ ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, თბილისმა სამკილომეტრიანი ასფალტირებული ბროლოსანი-ჩორჩანას გზის მშენებლობის შესახებ განაცხადა, რაც, დე ფაქტო უწყების განცხადებით, ქართულ მხარეს საშუალებას მისცემს, აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დამატებითი ძალებისა და საშუალებების დისლოცირება.

მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტ აბისში განთავსებულია ჰოსპიტალი კორონავირუსით დაავადებულთათვის.

КГБ 12 ივნისს, 8:55 საათზე ახალგორთან ახლოს ქართული მხარის თვითმფრინავის სადაზვერვო ფრენის შესახებ იუწყება და აცხადებს, რომ ამოქმედებული ცხელი ხაზის მიუხედავად, არც ქართული მხარისგან და არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან ამ ფრენის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.